თაყვანისცემის მიზეზები ბიბლიის მუხლები

1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.

გამოცხადება 19:5
გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: „აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მსახური მისი, მოშიში მისი, პატარა თუ დიდი”.

ფსალმუნები 29:4
უგალობეთ უფალს, მისო წმიდებო, ადიდეთ მისი წმინდა სახელი.

ესაია 42:10
უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, ხოტბა შეასხით მას ქვეყნის კიდეებიდან, ვინც ზღვაში ნაოსნობთ და ყველამ, რაც მასშია – კუნძულებო და მათზე მცხოვრებნო.

ფილიპელთა 2:9-11
ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელელმა, ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.

მეორე რჯული 10:21
იგია შენი დიდება და იგია შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის ის დიდი და საშინელი საქმეები, შენმა თვალებმა რომ იხილეს.

1 ნეშტთა 16:25
რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთზე საშიშია ის.

ესაია 42:8
„მე უფალი ვარ, ეს არის ჩემი სახელი. არ მივცემ ჩემს დიდებას სხვას და ჩემს ქებას – კერპებს.

ფსალმუნები 65:4
მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს სახელს!“

ფსალმუნები 117:15-21
სიმღერისა და ხსნის ყიჟინაა მართალთა კარვებში: ძლევამოსილია უფლის მარჯვენა. შემართულია უფლის მარჯვენა, ძლიერებას ავლენს უფლის მარჯვენა. არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე. მკაცრად დამსაჯა უფალმა, მაგრამ სიკვდილს არ მიმცა. გამიღეთ სიმართლის კარიბჭენი, შევალ და მადლობას მივაგებ უფალს, ეს არის კარიბჭე უფლისა, მართლები შევლენ შიგ. გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და ჩემი ხსნა გახდი.

გამოცხადება 4:11
„ღირსი ხარ უფალო, და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე, შენი ნებით არსებობენ და იქმნენ”.

ფსალმუნები 68:30-31
გალობით შევაქებ ღვთის სახელს და მადლიერებით განვადიდებ. ეს უფრო მოეწონება უფალს, ვიდრე ხარი ან რქიანი და ჩლიქიანი მოზვერი.

ფსალმუნები 134:3
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია; მის სახელს უგალობეთ, რადგან საამურია ის.

ფსალმუნები 146:1
ადიდეთ უფალი! რაოდენ კარგია ჩვენი უფლის განდიდება, რადგან საამურია და შეშვენის ქება-დიდება.

ესაია 43:20-21
განმადიდებენ მინდვრის მხეცები, ტურები და სირაქლემები, რადგან წყალი მივეცი უდაბნოს, ხრიოკს – მდინარეები, რათა წყალი ასვან ჩემს ხალხს, ჩემს რჩეულთ. ხალხი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე, ჩემს დიდებას გამოაცხადებს,

ესაია 61:10-11
სიხარულით ვილხენ უფალში, გაიხარებს ჩემი სული ჩემს ღმერთში, ვინაიდან მან შემმოსა ხსნის სამოსელით, სიმართლის მოსასხამი მომასხა, როგორც ნეფე იდგამს გვირგვინს და როგორც პატარძალი ირთვება სამკაულებით. რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს მცენარეს და როგორც ბაღი გააღვივებს მასში ჩათესილს, ისე უფალი ღმერთი აღმოაცენებს სიმართლესა და დიდებას ყველა ერის წინაშე.

იერემია 13:11
რადგან როგორც სარტყელი ეკრობა კაცის წელს, ისე მინდოდა მომკრობოდა მთელი ისრაელისა და იუდას სახლი, ამბობს უფალი, რათა ყოფილიყვნენ ჩემს ხალხად, სასახელოდ, საქებრად და სადიდებლად. მაგრამ არ შეისმინეს.

ფსალმუნები 9:11
უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრთ, აუწყეთ ერებს მისი საქმენი.

ნეემია 8:6
და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდებული ღმერთი. მთელი ხალხი კი ხელაპყრობილი პასუხობდა „ამინ! ამინ!” და თაყვანს სცემდა უფალს პირქვე დამხობილი.

ფსალმუნები 103:1
აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, მშვენებით და ბრწყინვალებით ხარ მოსილი.

მათეს 9:8
ამის შემყურე ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.

დანიელი 4:37
ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და პატივს მივაგებ ზეციურ მეფეს, რომლის ყველა საქმეც მართალია და გზა სამართლიანი, და რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი”.