ლუკას 16:19-31
„იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა, ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა. ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული. ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. შესძახა და თქვა: ‘მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში.’ უთხრა აბრაამმა: ‘შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი – სიავე. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები. ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ასე რომ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ.’ თქვა: ‘რაკი ასეა, გეხვეწები, მამაო, მიავლინე ეგ მამაჩემის სახლში.’ ვინაიდან ხუთი ძმა მყავს, რათა მათ დაუმოწმოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას.’ უთხრა მას აბრაამმა: ‘მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ.’ მან თქვა: ‘არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ.’ უთხრა მას: ‘თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ.’”
ესაია 26:19
გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები! გამოიღვიძეთ და ილხინეთ, მტვრის ბინადარნო, რადგან ცისკრის ცვარი შენი ცვარია, და მიწა აჩრდილებს დაბადებს.
დანიელი 12:2
და მრავალი მიწის მტვერში მიძინებულთაგანი გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.
ფსალმუნები 145:4
ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმავე დღეს გაქრება მისი აზრები.
ესაია 11:6-9
და მგელი კრავთან ერთად იცხოვრებს, და ვეფხვი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. ძროხა და დათვი ერთად დაიმწყემსება, და მათი შვილები ერთად წამოწვებიან, და ლომი ხარივით შეჭამს ჩალას. ძუძუთა ბავშვი ასპიტის ხვრელზე ითამაშებს და ძუძუს მოწყვეტილი ხელს გაიშვერს გველგესლას ბუნაგზე. არ იბოროტებენ და არ დაღუპავენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, რადგან ქვეყანა სავსე იქნება უფლის ცოდნით, როგორც ზღვაა დაფარული წყლებით.
ეკლესიასტე 12:7
მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი.
ფილიპელთა 1:21
ვინაიდან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები.
ფსალმუნები 6:5
რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვინ შეგასხამს შავეთიდან ქება-დიდებას?
ფსალმუნები 138:8
ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე – იქაც ხარ შენ!
ეკლესიასტე 9:5-6
რადგან ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, ხოლო მკვდრებმა არაფერი არ იციან და არა აქვთ მეტად საზღაური, რადგან დავიწყებულია მათი ხსენება. მათი სიყვარულიც, მათი სიძულვილიც, მათი შურიც უკვე გაქრა და მათ საუკუნოდ აღარა აქვთ წილი აღარაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება.
მეორე რჯული 32:39
იხილეთ ახლა, რომ მე, მე ვარ ის, და არ არის სხვა ღმერთი, ჩემს გარდა! მე ვკლავ და ვაცოცხლებ, ვგმირავ და ვკურნავ. და ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.
1 მეფეთა 2:6
უფალი კლავს და აცოცხლებს, შავეთში ჩაჰყავს და ამოჰყავს.
2 კორინთელთა 5:8
მხნედა ვართ და გვირჩევნია სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავბინავდეთ.
ლუკას 23:43
და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.”
მათეს 10:28
ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.
გამოცხადება 1:18
და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი.
ებრაელთა 9:27
და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა,
ესაია 14:9-11
შავეთი დაბლა შეიძრება შენს გამო, რომ შეგეგებოს შენი მოსვლისას; შენთვის გამოაღვიძა მკვდარნი, ქვეყნის ყველა წინამძღოლი; თავიანთი ტახტებიდან წამოაყენა ხალხების ყველა მეფე. ყველანი მოგიგებენ და გეტყვიან: ‘შენც დაუძლურდი ჩვენსავით, ჩვენ დაგვემსგავსე. შავეთში ჩაეშვა შენი დიდებულება და ჟღერა შენი ებნებისა, ქვეშ დაგეფინება მატლი და ჭია დაგფარავს შენ.’
გამოცხადება 6:9-11
როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ. დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს მიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სისხლისათვის”. მიეცა თითოეულ მათგანს თეთრი სამოსელი და ეთქვა, რომ დამშვიდებულიყვნენ კიდევ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამორჩილნი და მათი ძმები, რომელნიც მათსავით მოკლულნი იქნებიან, არ შეასრულებენ რიცხვს.
ლუკას 20:37-38
ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც მიანიშნა მაყვლის ბუჩქით, როცა აბრაამის ღმერთს, ისაკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი. ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია.”
იობი 19:25-27
და მე ვიცი, ცოცხალია ჩემი მხსნელი და საბოლოოდ მიწაზე წამოიმართება. მას შემდეგ, რაც ასე შემომეძარცვება კანი ჩემი ხორციდან, ვიხილავ ღმერთს, რომელსაც მე თავად ვიხილავ და ჩემი თვალები დაინახავენ მას და არა სხვისი. დამელია თირკმლები ჩემი ჩემს წიაღში.
მათეს 25:46
და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.”
4 მეფეთა 2:11
და როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს, და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.
დაბადება 25:8
და გარდაიცვალა აბრაამი კეთილ სიბერეში, მოხუცებული და დღეებით გამაძღარი. და შეეძინა ის თავის ხალხს.
მეორე რჯული 32:50
და მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეეძინე შენს ერს, როგორც მოკვდა აარონი, შენი ძმა, ჰორის მთაზე, და შეეძინა თავის ერს,
1 პეტრეს 3:18-20
რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვებისთვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოიკლა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც, ოდესღაც ურჩნი რომ იყვნენ, როდესაც ღვთის სულგრძელება კიდევ იცდიდა, ნოეს დღეებში, სანამ შენდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ესე იგი, რვა სული გადაურჩა წყალს;