შეცდომაში ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 15:33
ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს.

2 ტიმოთეს 3:13
ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან.

კოლოსელთა 2:4
ამას იმიტომ გეუბნებით, რათა არავინ შეგაცდინოთ მაცდური სიტყვით.

იგავნი 12:26
მართალი თავის მოყვასს წინ უძღვის, უკეთურთა გზა კი მათვე აცდუნებს.

ესაია 32:6
რადგან მდაბალი სიმდაბლეს ლაპარაკობს, და მისი გული სიავეს სჩადის, რათა მოიქცეს მლიქვნელურად და უფლის წინაშე უკუღმართი ილაპარაკოს, რათა გამოაცარიელოს მშიერის სული, და მწყურვალს სასმელი მოაკლოს.

4 მეფეთა 18:32
სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, იცოცხლებთ და არ დაიხოცებით. ნუ უსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან გაცთუნებთ, რომ გეუბნებათ, უფალი გვიხსნისო.

იოანეს 7:47
მიუგეს მათ ფარისევლებმა: „ნუთუ თქვენც გაცდუნათ?

გამოცხადება 2:20
მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ ნებაზე უშვებ შენს დედაკაცს იეზაბელს, რომელიც თავს წინასწარმეტყველად უხმობს, ასწავლის და აცდენს ჩემს მსახურთ, რომ იმეძაონ და ნაკერპავი ჭამონ.

ესაია 3:12
ჩემი ხალხია მისი შემავიწროვებელი, ჩვილნი და ქალნი მთავრობენ მასზე; ჩემო ხალხო, შენი წინამძღვარნი გაცთუნებენ შენ და ამრუდებენ ბილიკებს შენი გზისა.

ესაია 9:16
წინამძღოლნი ამ ხალხისა მაცთუნებელნი იქნებიან, და მათგან წაძღოლილნი დაიღუპებიან.

ეზეკიელი 13:10
იმის გამო, რომ შეცდომაში შეიყვანეს ჩემი ხალხი, რომ უთხრეს: ‘მშვიდობა’, მაგრამ არ არის მშვიდობა. ერთი აშენებს ტიხარს, სხვანი კი აბათქაშებენ მას უვარგისი ბათქაშით.

მიქა 3:5
ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს. მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან. თუ ვინმემ რამე არ ჩაუდო პირში, ომს უცხადებენ.

იერემია 50:6
გზააბნეული ცხვარი იყო ჩემი ერი, მათმა მწყემსებმა აცთუნეს ისინი, მთებისაკენ შეაბრუნეს, მთიდან ბორცვზე ხეტიალობდნენ, დაივიწყეს თავიანთი წამოსაწოლი.

იერემია 23:32
აჰა, მე ვარ სიზმართ ამხსნელთა წინააღმდეგ,” – სიტყვა უფლისა, – „რომლებიც მოუთხრობენ და აცთუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და თავიანთი თავქარიანობით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი და მე არ მიბრძანებია მათთვის, და არავითარი სარგებელი არ მოაქვთ მათ ამ ერისათვის,” – სიტყვა უფლისა. –

მარკოზის 13:6
რადგან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, მე ვარო, და მრავალს შეაცდენენ.

ლუკას 23:2
შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რყვნის ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, თავის თავზე კი ამბობს ქრისტე მეფე ვარო.”

ლუკას 23:14
და უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის გამრყვნელი, და აჰა, მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავითარი დანაშაული ვერ ვპოვე ამ კაცში, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ მას,

იოანეს 7:12
ხალხში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე: ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო. მეორენი ამბობდნენ, არა, ხალხს აცდუნებსო.

1 იოანეს 4:6
ჩვენ ღვთისგან ვართ. ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს ჩვენ, ხოლო ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს.

მარკოზის 12:27
ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა. ძალიან სცდებით.”

მათეს 22:29
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა.

მარკოზის 12:24
უთხრა მათ იესომ: „იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ძალნი ღვთისა?”

საქმეები 20:30
და თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ.

მათეს 24:5
ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.

მათეს 24:24
ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.

2 ტიმოთეს 4:4
ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ.

მარკოზის 13:22
ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუ კი შეძლებენ.