მონოთეიზმი (ერთღმერთობა) ბიბლიური ციტატები

მეორე რჯული 6:4
ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი – ერთი უფალია.

ეფესელთა 4:6
ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყოველივეს მეშვეობით და ყველაფერში.

1 ტიმოთეს 2:5
ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი – კაცი ქრისტე იესო,

მეორე რჯული 4:35
ხომ იხილეთ, რათა გცოდნოდათ, რომ თვით უფალია ღმერთი და სხვა არავინაა მის გარდა.

მეორე რჯული 32:39
ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.

ნეემია 9:6
შენ, შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ, შენ შექმენი ცანი, ცანი ცათანი და მთელი მათი მხედრობა, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვები და ყოველივე, რაც მათშია; შენვე აცოცხლებ ყველას და შენ გცემს თაყვანს ციური ლაშქარი.

ფსალმუნები 82:18
რათა შეიცნონ, რომ უფალია შენი სახელი და მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყანაზე.

ფსალმუნები 85:10
რადგან დიადი და სასწაულმოქმედი ხარ, შენ ხარ ერთადერთი ღმერთი.

ესაია 43:10
თქვენ ხართ ჩემი მოწმენი! ამბობს უფალი, და ჩემი მსახურნი, რომელნიც ავირჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ! არც ჩემამდე არსებობდა ღმერთი და არც ჩემს შემდეგ იქნება!

ესაია 44:6
ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.

ესაია 45:18
რადგან ასე ამბობს უფალი, ზეცის შემოქმედი, რომელიც დედამიწის გამომსახველი და შემქმნელი ღმერთია; მან დააფუძნა იგი არა ამაოდ, არამედ იმისთვის გააჩინა, რომ დამკვიდრებულიყვნენ მასზედ: „მე ვარ უფალი და სხვა არავინაა.

რომაელთა 3:30
ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელთ – რწმენით.

1 კორინთელთა 8:6
ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ; და ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველივე და ჩვენც მის მიერ ვართ.

იაკობის 2:19
შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.

3 მეფეთა 8:23
და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! არავინაა შენი სადარი, ღმერთო, მაღლა ზეცაში თუ დაბლა დედამიწაზე, აღთქმას და სიკეთეს უნახავ შენს მსახურთ, ვინც მთელი გულით დადის შენ წინაშე.

1 ნეშტთა 17:20
უფალო, არავინაა შენი მსგავსი და შენს გარდა არ არის სხვა ღმერთი, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურებით მოვისმინეთ.

გამოსვლა 20:3-5
არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა. არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.

ფსალმუნები 80:9
არ იყოს შენში სხვა ღმერთი, თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს.

მეორე რჯული 13:4
უფლის, შენი ღმერთის კვალს გაჰყევი და მისი გეშინოდეს; მისი მცნებანი დაიცავი, მისი ხმა გაიგონე, მას ემსახურე და მიეწებე.

მეორე რჯული 6:4-5
ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი – ერთი უფალია. შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი არსებით.

მათეს 4:10
იესომ კი უპასუხა: „განვედ, სატანავ, რადგან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”.

ესაია 37:19
ცეცხლში ყრიდნენ მათ ღმერთებს, რადგან ღმერთები არ იყვნენ ისინი, არამედ ადამიანის ნახელავი, ხე და ქვა, ამიტომ მოსპეს კიდეც ისინი.

1 კორინთელთა 10:19-20
მაშ, რას ვამბობ? განა იმას, რომ კერპი რაიმეა, ან იმას, რომ კერპისთვის შენაწირი რაიმეს ნიშნავს? არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკებს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი გახდეთ.

ესაია 44:9-11
არარაობაა კერპთა ყველა გამომსახველი, მათ საუნჯეს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, თავადვე რწმუნდებიან ამაში. ვერაფერს ხედავენ და ვერც ხვდებიან, ამიტომაც გაწბილდებიან. ვინ გამოსახა ღმერთი და კერპი ვინ ჩამოასხა, რომელსაც სარგებლობა არ მოაქვს? აჰა, შერცხვებიან მათი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც უბრალო ადამიანები არიან; შეიკრიბონ ყველანი, წამოდგნენ, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ ერთიანად.

საქმეები 14:15
„კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაო კერპთაგან ცოცხალი ღმერთისკენ მოიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია;

გალატელთა 4:8
თუმცა მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან.


მსგავსი თემები:

ღმერთი ერთია