Homeბიბლიაახალი აღთქმა

იოანეს 19

ახალი აღთქმა
იოანეს სახარება

191 მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა. ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, და ძოწეული მოახურეს. მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: ,,გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“ და სახეში სცემდნენ. კვლავ გამოვიდა პილატე გარეთ და უთხრა მათ: ,,აჰა, მე გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. გამოვიდა იესო გარეთ, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი, და უთხრა მათ პილატემ: ,,აჰა, კაცი!“ როცა იხილეს იგი მღვდელმთავრებმა და მხლებლებმა, იყვირეს: ,,ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: ,,თავად წაიყვანეთ და აცვით ჯვარს, ვინაიდან მე ვარ ვპოულობ მასში ბრალს.“ 7 მიუგეს იუდეველებმა: ,,ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულით უნდა მოკვდეს, ვინაიდან თავი ღვთის ძედ გაიხადა.“
   8 როცა მოისმინა პილატემ ეს სიტყვა, უფრო შეეშინდა, კვლავ შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: ,,საიდან ხარ?“ მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა მას. 10 ეუბნება მას პილატე: ,,მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს შენ განტევებაზე და შენს ჯვარცმაზე?“ 11 მიუგო იესომ: ,,არავითარი ხელმწიფება არ გექნება ჩემზე, მაღლიდან თუ არ მოგეცა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ, უფრო დიდი ცოდვა აქვს.“ 12 ამის შემდეგ პილატე შეეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: ,,თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ მეგობარი კეისრისა, რადგან, ვინც მეფედ ხდის თავს, კეისარს ეურჩება.“
   13 პილატემ რომ ეს სიტყვები მოისმინა, იესო გარეთ გაიყვანა და დაჯდა მსაჯულის ტახტზე, ადგილზე, რომელსაც ქვაფენილი ეწოდებოდა, ებრაულად კი გაბათა. 14 პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი, და უთხრა იუდეველებს: ,,აჰა, თქვენი მეფე.“ 15 მათ კი უყვირეს: ,,შორს, შორს! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: ,,თქვენ მეფე ვაცვა ჯვარს?“ მიუგეს მღვდელმთავრებმა: ,,ჩვენ არ გვყავს მეფე, გარდა კეისრისა!“ 16 მაშინ გადასცა მათ ჯვარზე საცმელად.

ჯვარცმა

და წაიყვანეს იესო. 17 თავად მოიკიდა ჯვარი და გავიდა თხების ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია, 18 სადაც ჯვარს აცვეს იგი, მასთან ერთად, აქეთ–იქით, ორი სხვა, შუაში კი — იესო. 19 პილატემ წარწერაც გააკეთებინა ფიცარზე და ჯვარს მიამაგრა. ეწერა: ,,იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე.“ 20 ბევრი იუდეველი კითხულობდა იმ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად. 21 უთხრეს პილატეს იუდეველმა მღვდელმთავრებმა: ,,ნუ დაწერ: ‘იუდეველთა მეფე,’ არამედ, როგორც თავად თქვა: ‘იუდეველთა მეფე ვარ.’“
    22 მიუგო პილატემ: ,,რაც დავწერე, დავწერე.“ 23 ჯარისკაცებმა, როცა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და გაყვეს ოთხ წილად, თითოეულ ჯარისკაცს შეხვდა თითო წილი, და ცალკე იყო კვართი. კვართი კი უკერველი იყო, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი. 24 უთხრეს ერმანეთს: ,,ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება.“ რათა აღსრულებულიყო წერილი: ,,გაინაწილეს ჩემი სამოსელი და წილი ჰყარეს ჩემს კვართზე.“ ჯარისკაცებმაც ასე გააკეთეს. 25 იდგნენ იესოს ჯვართან დედამისი, დედამისის და — მარიამ კლეოპასი — და მარიამ მაგდალელი. 26 იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფეები, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: ,,ქალო, აჰა, შენი ძე!“ 27 მერე მოწაფეებს ეუბნება: ,,აჰა, დედაშენი!“ და მოწაფეებმა მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი.

იესოს სიკვდილი

28 ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი წერილის აღსასრულად, თქვა: ,,მწყურია!“ 29 იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს. 30 როცა მიიღო ძმარი იესომ, თქვა: ,,აღსრულდა!“ და მიიდრიკა თავი და სული განუტევა.

იესოს ფერდის განგმირვა

31 იუდეველებმა, რაკი პარასკევი იყო, და გვამები შაბათს რომ არ დარჩენილიყო ჯვარზე (ის შაბათი კი დიდი დღე იყო), სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. 32 მოვიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც. 33 იესოსთან მისულებმა, როცა დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები. 34 მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი. 35 მხილველმა დაამოწმა ეს და მისი მოწმობა ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენ ირწმუნოთ. 36 რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: ,,მისი ძვალი არ შეიმუსრება.“ 37 ასევე სხვა წერილიც ამბობს: ,,შეხედავენ მას, რომელსაც უგმირეს.“

იესოს დაკრძალვა

38 ამის შემდეგ, სთხოვა პილატეს იოსებ არიმათიელმა, რომელიც იესოს მოწაფე იყო, ოღონდ ფარული, იუდეველთა შიშის გამო, ნება მიეცა მისთვის წაეღო იესოს ცხედარი. პილატემ დართო ნება. მივიდა იგი და წაიღო მისი ცხედარი. 39 მოვიდა ნიკოდემოსიც, უწინ ღამით რომ ეწვია იესოს, და მოუტანა ასიოდე ლიტრა მურისა და ალოეს ნაზავი. 40 აიღეს და შეახვიეს იესოს ცხედარი ტილოში სურნელებასთან ერთად, როგორც მიღებულია იუდეველებში დამარხვისას. 41 იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო, ბაღში კი — ახალი სამარხი. რომელშიც ჯერ არავინ ჩაესვათ. 42 იქ ჩაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.

თავი მეთვრამეტე                                                                                                                                     თავი მეოცე

COMMENTS