იესო ქრისტეში აღდგენილი ბიბლიური ციტატები

დაბადება 1:26-27
თქვა ღმერთმა: „შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.  შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

დაბადება 5:1
ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, ღვთის მსგავსად შექმნა იგი.

ეზეკიელი 28:12-15
„ძეო კაცისავ! გოდების ხმა აიმაღლე ტვიროსის მეფეზე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სრულყოფილების მაგალითი იყავი, სიბრძნითა და სრული მშვენებით სავსე, ედემში, ღმერთის ბაღში იმყოფებოდი, ყველა ძვირფასი ქვა გემოსა, წითელი ლალი, ტოპაზი და ალმასი, ქრიზოლითი, ონიქსი, იასპი, საფირონი, ზურმუხტი და ბივრილი; ოსტატურად გესხდა ოქროს ბუდეებში; შენი შექმნის დღეს გამზადდა. მფარველ ქერუბად გცხე, ღვთის წმიდა მთაზე დაგადგინე; ცეცხლოვან ქვებს შორის დადიოდი.  უმწიკვლო იყავ შენს გზაზე, შენი შექმნის დღიდან, სანამ უმართლობა გამოგაჩნდებოდა.

რომაელთა 3:23
ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას.

დაბადება 2:17
ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.

დაბადება 3:16-19
უთხრა ქალს: „დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.  უთხრა ადამს: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”  ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.  შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.

ეზეკიელი 28:15-17
უმწიკვლო იყავ შენს გზაზე, შენი შექმნის დღიდან, სანამ უმართლობა გამოგაჩნდებოდა.  შენი ნავაჭრის სიმრავლემ ძალადობით აგივსო შინაგანი და შესცოდე; მოგაშორე ღმერთის მთას, როგორც შებილწული და გაგაძევე, მფარველო ქერუბო, ცეცხლოვანი ქვების შუაგულიდან.  აღზევდა შენი გული შენი სილამაზით, გაიხრწნა ბრწყინვალება შენი სიბრძნისა; მიწაზე დაგანარცხე, სასეიროდ გაქციე მეფეთა წინაშე.

რომაელთა 1:21
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.

მეორე რჯული 18:13
უბიწო იყავი უფლის, შენი ღმერთის წინაშე,

დაბადება 17:1
ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრამი, როცა უფალი გამოეცხადა და უთხრა: “მე ვარ ელ შადაი – ღმერთი ყოვლისშემძლე, იარე ჩემს წინაშე და იყავი უმწიკვლო.

ფსალმუნები 23:3-4
ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?   ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც ამაო კერპებს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,

ებრაელთა 7:19
ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი იმედი, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.

ებრაელთა 7:11
მაშ, ლევიანური მღვდელმსახურებით რომ მიიღწეოდეს სრულქმნა (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით, ნაცვლად იმისა, რომ აჰარონის წესით წოდებულიყო?

ებრაელთა 10:1
რჯული, რომელიც მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა ნამდვილი გამოსახულება ამ სიკეთისა, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები.

კოლასელთა 1:22
ახლა კი შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში მისი სიკვდილის მეშვეობით, რათა წარგადგინოთ თქვენ წმიდები, უბიწონი და უბრალონი თავის წინაშე;

დანიელი 11:35
ზოგიერთი გონიერთაგან წაბორძიკდება, რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და გასუფთავდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო დათქმულ ვადამდე.

დანიელი 12:10
მრავალნი განიწმიდებიან, გათეთრდებიან და გამოიბრძმედებიან, თუმცა ბოროტნი იბოროტებენ. და ვერ მიხვდება ვერც ერთი ბოროტმოქმედი, გონიერნი კი მიხვდებიან.

ეფესელთა 5:27
და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელსაც არა აქვს ლაქა, არც მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით, წმიდა და უბიწო ყოფილიყო.

ებრაელთა 10:24
ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის;

ებრაელთა 11:40
იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.

ებრაელთა 12:23
მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოველივეს გამკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს;

კოლასელთა 1:28
რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში.

2 კორინთელთა 11:2
ვინაიდან მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.

ფილიპელთა 3:12
არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, რომ იქნებ მივაღწიო, როგორც ჩემამდე მოაღწია ქრისტე იესომ.

2 კორინთელთა 13:9-11
რადგან ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი – ძლიერნი; სწორედ ამისთვის ვლოცულობთ, რომ სრულყოფას ესწრაფვოდეთ.  ამ მიზეზით გწერთ ამას შორიდან, რათა მანდ მოსვლისას მკაცრად არ მოვიქცე, იმ ძალაუფლების მიხედვით, რომელიც უფალმა მომცა ასაშენებლად და არა დასანგრევად.  და ბოლოს, ძმებო, იხარეთ და სრულყოფას მისდიეთ, ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, იცხოვრეთ მშვიდობაში; და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.

ეფესელთა 4:13
ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას, რათა გარდავიქმნათ სრულქმნილ კაცად, ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ.

ეფესელთა 6:1
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია.

მათეს 5:48
მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.

1 იოანეს 4:12
ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენშია.

1 კორინთელთა 13:9-12
რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ.  და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.  როცა ბალღი ვიყავი, ბალღურად ვმეტყველებდი, ბალღურად ვაზროვნებდი და ბალღურად ვმსჯელობდი; მამაკაცი რომ გავხდი, ყოველივე ბალღური მივატოვე.  რადგან ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ კი ისე შევიცნობ, როგორც მე ვარ შეცნობილი, ღმერთის მიერ.

რომაელთა 15:14
და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსენი ხართ სიკეთით და ყოველგვარი ცოდნით და ძალგიძთ ერთმანეთის დარიგება.

ფსალმუნები 63:6
სიმრუდეს იზრახავენ, ამბობენ: კარგად მომზადებული გეგმა გვაქვსო; მართლაც ვერაგია კაცის შინაგანი გულის ზრახვები.

ფილიპელთა 3:6
ეკლესიის მოშურნედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო.