მათეს 11:29
იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს.
2 კორინთელთა 10:1
თვითონ მე, პავლე, რომელიც პირისპირ თქვენ შორის თავმდაბალი ვარ, ხოლო შორით გაბედული თქვენ მიმართ, შეგაგონებთ, ქრისტეს სიმშვიდით და სახიერებით.
მათეს 21:5
უთხარით სიონის ასულს: ,,აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე”.
ფილიპელთა 2:7
არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა.
ესაია 42:2
არც იყვირებს და არც ხმას აიმაღლებს, არ გააგონებს თავის ხმას ქუჩაში.
ესაია 50:5-6
უფალმა ღმერთმა გამიხსნა ყური და არ შევწინააღმდეგებივარ, ზურგი არ შემიქცევია მისთვის. ზურგი ჩემს მცემელთ მივეცი და ლოყები – წვერების მგლეჯელთ; არ დამიფარავს პირსახე დამცირებისგან და ფურთხისგან.
ესაია 53:7
შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიჰყავთ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე.
საქმეები 8:32
წერილის ადგილი, რომელსაც საჭურისი კითხულობდა, ეს იყო: ,,დასაკლავი კრავივით წაიყვანეს, და როგორც ცხვარი დუმს მპარსველის წინაშე, ისე არ დაუძრავს ბაგე.
მათეს 12:19
არ იდავებს და არც იყვირებს, ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას.
მათეს 27:12-14
როცა მას მღვდელმთავარნი და უხუცესნი ბრალს სდებდნენ, ის არაფერს პასუხობდა. მაშინ უთხრა მას პილატემ: ,,არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?” არცერთ სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, რამაც ძალიან გააკვირვა გამგებელი.
ლუკას 22:27
რადგან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური.
ლუკას 23:34
თქვა იესომ: ,,მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”. წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.
იოანეს 13:5
მერე წყალი ჩაასხა საბანელში და მოწაფეთათვის ფეხების ბანა დაიწყო; თან იმ პირსახოცით უმშრალებდა წელზე რომ ერტყა.
ფილიპელთა 2:7-8
არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა. აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.
ებრაელთა 12:2
და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
1 პეტრე 2:23
რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს;
იოანეს 1:29
მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: ,,აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.