Home2კორინთელთა

2 კორინთელთა 10

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ
პავლე იცავს თავის მსახურებს

101 თავად მე, პავლე, მოგიწოდებთ ქრისტესმიერი თვინიერებით და კეთილგანწყობით – მე, რომელიც თქვენთან პირისპირ მყოფი თავმდაბალი ვარ, შორიდან კი  – კადნიერი, – 2 და გევედრებით, რომ ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთების მიმართ, ვისაც ჰგონია, თითქოს ხორცის მიხედვით დავდიოდეთ. ვინაიდან, თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ არის ღვთიური ძლიერება სიმაგრეთა დასანგრევად. იმით ვამხობთ ზრახვებს და ყოველ სიმაღლეს, რომელიც აღმართულია ღვთის ცოდნის წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად. და მზად ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა თქვენი მორჩილება აღსრულდება.
   7 შეხედეთ იმას, რაც თქვენს წინაშეა. ვისაც სჯერა, რომ ქრისტესია, თვითონვე დაფიქრდეს, რომ როგორც თავად არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ. და თუ უფრო მეტად დავიკვეხნი ჩვენი ხელმწიფებით, რომელიც უფალმა მოგვცა ასაშენებლად და არა თქვენს დასაქცევად, არ შევრცხვები. ამიტომ არ მოგეჩვენოთ, თითქოს გემუქრებოდეთ წერილებით. 10 ამბობენ: წერილებში ისე მძიმე და ძლიერიაო, მაგრამ როდესაც პირადად იმყოფება, სუსტია და მისი სიტყვაც არარაობააო. 11 დაე, იცოდეს ასეთმა, რომ, როგორებიც სიტყვებით ვართ წერილებში არყოფნისას, ისეთივე ვართ საქმეში თქვენთან ყოფნისას.
   12 ვინაიდან ვერ ვბედავთ დავუპირისპირდეთ, ანდა შევედაროთ იმათ, რომელთაც თავი მოაქვთ: ისინი უჭკუობით თავისი თავით ზომავენ თავს და თავიანთ თავს თავის თავთან ადარებენ. 13 ხოლო ჩვენ უზომოდ არ დავიკვეხნით, არამედ იმ ზომით, რა ხვედრიც ღმერთმა გვიწილადა, რომ თქვენამდე მოვაღწიოთ. 14 ვინაიდან, ჩვენ ხომ მეტისმეტად არ ვიძაბებით, თითქოს არ მოგვეღწიოს ქრისტეს სახარებით. 15 უზომოდ არ ვიკვეხნით სხვისი შრომით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ თქვენი რწმენის ზრდის კვალობაზე უხვად გავადიდებთ თქვენში ჩვენს ხვედრს. 16 რათა თქვენს იქითაც ვახაროთ და არ ვიკვეხნიდეთ იმით, რაც უკვე გამზადებულია სხვათა ხვედრში. 17 ვინც იკვეხნის, უფლით დაიკვეხოს. 18 ვინაიდან, ის კი არ არის მოწონებული,  ვინც თავს იქებს, არამედ – ვისაც უფალი აქებს.

თავი მეცხრე                                                                                                                                 თავი მეთერთმეტე

COMMENTS