იოანეს 20:21-22
კვლავ უთხრა მათ იესომ: „მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ.” ეს რომ თქვა, სული შეუბერა და ეუბნება: „მიიღეთ სულიწმიდა.
ფსალმუნები 32:6
უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით მთელი მისი საკრებულო.
დაბადება 1:2
და მიწა იყო უსახურ-უდაბური, და იყო ბნელი უფსკრულის პირზე. და სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე.
იობი 26:13
მისი სულით ცა გამშვენდა, მისმა ხელმა განგმირა გაქცეული გველი.
იობი 33:4
ღვთის სულმა შემქმნა და ყოვლადძლიერის სუნთქვა მასულდგმულებს.
იობი 32:8
მაგრამ კაცში იმყოფება სული, და სუნთქვა ყოვლადძლიერისა მას აგონიერებს.
იოანეს 14:26
ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.
იოანეს 16:13-15
როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.
2 ტიმოთეს 3:16-17
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული.
1 პეტრეს 1:20-21
ეს იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწრმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას.
ეზეკიელი 37:4-14
და მითხრა მან: ‘იწინასწარმეტყველე ამ ძვლებზე და უთხარი მათ: ‘გამხმარო ძვლებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა.’ ასე უთხრა უფალმა ღმერთმა ამ ძვლებს: ‘შემოვიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით თქვენ. მოგცემთ თქვენ ძარღვებს და ამოვიყვან თქვენზე ხორცს, დაგფარავთ კანით და მოგცემთ სულს, და გაცოცხლდებით და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.’” და ვიწინასწარმეტყველე მე, როგორც მქონდა ნაბრძანები. და მესმა ხმა, როდესაც ვწინასწარმეტყველებდი, და ხმაური, და მიუახლოვდნენ ძვლები ერთმანეთს, ძვალი თავის ძვალს. და დავინახე, აჰა, ამოვიდა მათზე ძარღვები და ხორცი და ტყავი გადაეფარა ზედ. სული კი არ იყო მათში. და მითხრა მე: ‘უწინასწარმეტყველე სულს, იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ოთხი ქარიდან მოდი, სულო, და შთაბერე ამ მკვდრებს და გაცოცხლდებიან.’” და მე ვიწინასწარმეტყველე, როგორც მქონდა ნაბრძანები, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ და დადგნენ ფეხზე – ძალზე, ძალზე დიდი ლაშქარი. და მითხრა მან: „ძეო კაცისავ! ეს ძვლები მთელი ისრაელის სახლია. აჰა, ამბობენ: ‘გაშრა ჩვენი ძვლები და დაიკარგა ჩვენი იმედი!’ ამიტომ იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: მე გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ იქიდან, ჩემო ხალხო, და მიგიყვანთ ისრაელის მიწაზე. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავხსნი თქვენს საფლავებს და როდესაც ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო! და ჩავდებ ჩემს სულს თქვენში და გაცოცხლდებით და დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთე’, – სიტყვა უფლისა. ხილვა ორი ჯოხისა
იოანეს 3:5-8
მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: თქვენ ხელახლად უნდა იშვათ-მეთქი. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი.”
2 თესალონიკელთა 2:8
მაშინ გამოცხადდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გაცხადებისას,
გამოსვლა 15:10
შენ შეუბერე შენი სულით და ისინი ზღვამ დაფარა: ტყვიასავით ჩაიძირნენ ადიდებულ წყალში.
2 მეფეთა 22:16
და გამოჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძველნი უფლის მუქარისგან, მისი რისხვის ქარისაგან.
იობი 4:9
ღვთის სუნთქვაზე დაიღუპებიან და მისი რისხვის ქარზე ბოლო მოეღებათ.
იობი 15:30
ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი დააჭკნობს მის ყლორტებს, და მისი პირის მონაბერით წარიტაცება.
ესაია 11:4
და სიმართლით გაასამართლებს ღატაკთ და სისწორით განიკითხავს ქვეყნის ჩაგრულთ, და კვერთხით თავისი ბაგისა დასცემს ქვეყანას და თავის ბაგეთა სუნთქვით მოკლავს უკეთურს.
ესაია 40:24
დარგულიც არ იყვნენ, დათესილიც არ იყვნენ, მიწაშიც არ გაედგა ფესვი მათ ღეროს და, როგორც კი დაუბერა მათ, გახმენ და ქარიშხალმა ჩალასავით წაიღო ისინი.
ესაია 59:19
და შეეშინდებათ დასავლეთიდან უფლის სახელისა და მზის აღმოსავლეთიდან – მისი დიდებისა, და მოვა გასაჭირი, როგორც მდინარე, უფლის სულით მოდენილი. მოდის სიონის გამომხსნელი
ეზეკიელი 21:31
და გადმოვღვრი შენზე ჩემს რისხვას, ჩემი წყრომის ცეცხლს დავბერავ შენზე და მიგცემ შენ მძვინვარე, მკვლელობაში გაწაფულ ადამიანთა ხელთ.