ღმერთის განდიდება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 102:19-22
ზეცაში დაიდგა ტახტი უფალმა და მისი მეფობა განაგებს ყოველივეს. აკურთხეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნო; მისი ნათქვამი სიტყვის მორჩილნო. აკურთხეთ უფალი, ყოველნო ლაშქარნო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო. აკურთხეთ უფალი, ყოველნი საქმენი მისნი, მთელ მის სამფლობელოში! აკურთხე, სულო ჩემო, უფალი!

ფსალმუნები 31:1-5
იხარეთ უფალში მართალნო; გულწრფელებს შეშვენით შექება. ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას. უმღერეთ მას ახალი სიმღერა, ოსტატურად ააწყვეთ ჰანგი, მხიარულად შემოსძახეთ. რადგან სწორია უფლის სიტყვა და ჭეშმარიტია ყოველი საქმე მისი. უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობითაა სავსე ქვეყანა;

ფსალმუნები 103:1
აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, მშვენებით და ბრწყინვალებით ხარ მოსილი.

ფსალმუნები 110:1-10
ალელუია! მთელი გულით მივაგებ მადლობას უფალს, მართალთა საკრებულოსა და თემში. დიდია საქმენი უფლისა, იკვლევენ მათ ისინი, ვინც ნეტარებას პოულობს მათში! ბრწყინვალე და დიდებულია მისი საქმე, სიმართლე მისი მარადიულია. სამახსოვროს ხდის თავის საოცარ საქმეებს, მოწყალე და შემბრალეა უფალი. აძლევს საზრდოს თავის მოშიშებს, მარადის ახსოვს თავისი აღთქმა. უჩვენა თავის ხალხს თავის საქმეთა ძალა, როცა ერების მემკვიდრეობა მისცა მათ. ჭეშმარიტი და სამართლიანია საქმენი მისი ხელისა, სარწმუნოა ყველა მცნება მისი. მტკიცეა უკუნითი უკუნისამდე, ჭეშმარიტებასა და სისწორეზე დაფუძნებული. გამოსყიდვა მოუვლინა თავის ხალხს; საუკუნო მცნებად დაუდო თავისი აღთქმა; წმიდაა და საშიში მისი სახელი. უფლის შიში სიბრძნის სათავეა; გონიერია ყველა, ვისაც ის აქვს. დიდება მისი მარადიულია.

ფსალმუნები 116:1-2
ადიდეთ უფალი, ერნო ყოველნო, ქება უგალობეთ მას, ხალხნო ყოველნო! რადგან დიადია ჩვენს მიმართ მისი წყალობა და ჭეშმარიტება უფლისა უკუნისამდეა. ალელუია!

ფსალმუნები 150:1-5
ადიდეთ უფალი! ადიდეთ ღმერთი თავის საწმიდარში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების სიმყარეში. ადიდეთ იგი მისი ძლიერი საქმეებისთვის, ადიდეთ იგი მისი განუზომელი სიდიადისთვის. ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით. ადიდეთ იგი დაირითა და ცეკვით, ადიდეთ იგი სიმებითა და სტვირით. ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.6ყოველმა სუნთქვის მქონემ ადიდოს უფალი! ადიდეთ უფალი!

ლუკას 1:45
თქვა მარიამმა: „ადიდებს სული ჩემი უფალს,

ლუკას 19:37-38
ზეთისხილის მთის დაღმართს რომ მიუახლოვდა, მისმა მრავალრიცხოვანმა მოწაფეებმა ხმამაღლა და სიხარულით იწყეს ღმერთის ქება-დიდება ყველა ძალთაქმედებისათვის, რაც იხილეს. ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ზეცად და დიდება მაღალთა შინა!”

1 ნეშტთა 6:28-29
მიაგეთ უფალს, ხალხთა ტომებო, მიაგეთ უფალს დიდება და ძალა. მიაგეთ უფალს დიდება მისი სახელის გამო; შესაწირი მიართვით და მიეახლეთ მას; თაყვანი ეცით უფალს სიწმიდეში.

ფსალმუნები 99:1-2
სიხარულით შესძახე უფალს, მთელო დედამიწავ! სიხარულით ემსახურეთ უფალს, მიდით მის წინაშე სიმღერით.

დანიელი 6:25-27
მაშინ მეფე დარიოსმა ყველა ხალხს, ერსა და ყოველ ენაზე მოლაპარაკეს მისწერა, ვინც კი ცხოვრობდა ქვეყანაზე: „დაე, მშვიდობა გაგიმრავლდეთ! ამიერიდან ვბრძანებ, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში თრთოდნენ და ეშინოდეთ დანიელის ღმერთისა, რადგან ის არის ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთი; სამეფო მისი არ დაინგრევა და ხელმწიფება მისი უსასრულოა. ის იხსნის და გადაარჩენს; მოიმოქმედებს ნიშნებსა და სასწაულებს ცასა და მიწაზე. მან დაიხსნა დანიელი ლომების ხახიდან”.

მალაქია 2:4-7
და მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება, რათა აღსრულდეს ჩემი აღთქმა ლევის მიმართ – ამბობს ცაბაოთ უფალი. მასთან იყო ჩემი აღთქმა – სიცოცხლისა და მშვიდობისა, და მე მივეცი ეს მას ჩემი მოშიშებისთვის; და ეშინოდა ჩემი და თრთოდა ჩემი სახელის წინაშე. ჭეშმარიტების რჯული იყო მის პირში და უმართლობა არ მოიძებნებოდა მის ბაგეებზე. მშვიდობასა და სიმართლეში დადიოდა ჩემთან და მრავალი მოაქცია ურჯულოებისგან. რადგან მღვდლის ბაგეებმა უნდა შეინახოს ცოდნა და მისი პირიდან უნდა ეძებდნენ დარიგებას, რადგან ცაბაოთ უფლის მაცნეა იგი.

ებრაელთა 12:28-29
ამიტომ ჩვენ, ვინც შეუძრავ სამეფოს ვღებულობთ, გამოვიჩინოთ მადლიერება, რომლითაც ვემსახურებით ღმერთს სათნოდ, მოწიწებითა და მოშიშებით. რადგან ჩვენი ღმერთი მშთანმთქმელი ცეცხლია.

ფსალმუნები 33:1-3
განვადიდებ უფალს ყოველჟამს, გამუდმებით იქნება მისი ქება ჩემს ბაგეებზე. უფლით იქადის ჩემი სული; ისმინონ თავმდაბლებმა და გაიხარონ. ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად; ერთად ავამაღლოთ მისი სახელი.

ფსალმუნები 62:3-4
რადგან სიცოცხლეზე უკეთესია შენი წყალობა, გაქებენ შენ ჩემი ბაგენი. ამიტომ გადიდებ, სანამ ვიცოცხლებ, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.

2 თესალონიკელთა 1:11-12
ამიტომ გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სურვილი და რწმენის საქმე. რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესოს სახელმა თქვენში და თქვენ – მასში, ჩვენი ღმერთისა და უფლის იესო ქრისტეს მადლით.

1 პეტრეს 2:11-12
საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის წინააღმდეგ იბრძვიან. კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.

გამოცხადება 4:6-11
ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა, ტახტის შუაში და ტახტის ირგვლივ – ოთხი ცოცხალი არსება, წინიდან და უკნიდან თვლებით სავსე. პირველი არსება ლომს ჰგავს, მეორე – ხარს, მესამეს ადამიანის სახე აქვს, მეოთხე მფრინავ არწივს ჰგავს. ამ ოთხი ცოცხალი არსებიდან თითოეულს ექვსი ფრთა ასხია, ირგვლივ და შიგნიდან თვალებით არიან სავსენი; არც დღისით, არც ღამით არა აქვთ მოსვენება; ამბობენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”. როცა არსებანი დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიან ტახტზე მჯდომს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ოცდაოთხი უხუცესი ემხობა ტახტზე მჯდომის წინ და თაყვანს სცემს უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს, თავიანთ გვირგვინებს ამხობენ ტახტის წინ და ამბობენ: „ღირსი ხარ უფალო, და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე, შენი ნებით არსებობენ და იქმნენ”.

გამოცხადება 15:2-4
და ვიხილე მსგავსი ცეცხლშერეული მინის ზღვისა; და დგანან მინის ზღვაზე გამარჯვებულნი მხეცზე, მის ხატებასა და მისი სახელის რიცხვზე და ხელთ ღმერთის ქნარები უჭირავთ. და გალობენ მოსეს, ღვთის მსახურის, საგალობელს და კრავის საგალობელს; ამბობენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, ხალხთა მეფეო! ვინ არ შეშინდება, უფალო, და არ განადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ამიტომ ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდა შენი სამართალნი”.

1 ტიმოთეს 6:14-16
დაიცავი მცნება უბიწოდ და უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოჩენამდე, რასაც თავის დროზე წარმოაჩენს კურთხეული და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი, ერთადერთი, ვისაც უკვდავება აქვს და მკვიდრობს მიუღწეველ სინათლეში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა; მას პატივი და საუკუნო ხელმწიფება, ამინ!

მალაქია 2:1-2
აჰა, თქვენთვის მცნება, მღვ­დელნო: თუ არ შეისმენთ და გულს არ დაუდებთ, რომ პატივი სცეთ ჩემს სახელს – ამბობს ცაბაოთ უფალი – მაშინ დავუშვებ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევას; აკი ვწყევლი კიდეც, რადგან გულთან არ მიგაქვთ ჩემი მცნება.

იოანეს 5:22-23
არც არავის განიკითხავს მამა, არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასცა, რათა ყველამ მიაგოს პატივი ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მის მომავლინებელ მამას მიაგებს პატივს.

1 კორინთელთა 6:19-20
ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენს სხეულებსა და თქვენს სულებში, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის.

1 ტიმოთეს 1:17
ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელ, უხილავ, ერთადერთ ღმერთს – მას დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

გამოცხადება 7:9-12
ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, უამრავი ხალხი, დათვლა რომ არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან; სპეტაკი სამოსელით შემოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინ და ხელთ პალმის რტოები ეჭირა. დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხსნა ეკუთვნის ჩვენს ღმერთს, ტახტზე რომ ზის, და კრავს!” ყველა ანგელოზი, ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ რომ იდგა, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე. მათ თაყვანი სცეს ღმერთს და ამბობდნენ: „ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”