იობი 42:5
ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე, ახლა კი ჩემმა თვალმა გიხილა შენ.
იერემია 31:34
და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას – შეიცანი უფალიო! რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს”.
იოანეს 4:42
იმ დედაკაცს კი უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი”.
იოანეს 5:39-40
წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ. ჩემთან მოსვლა კი არ გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ.
იაკობის 2:19
შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.
ფსალმუნები 33:8
იგემეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ბედნიერია კაცი, ვინც მას აფარებს თავს.
1 პეტრეს 2:3
რადგან იგემეთ, რომ კეთილია უფალი,
მათეს 22:29
მიუგო იესომ მათ პასუხად: „ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა.
საქმეები 17:11-12
ესენი უფრო კეთილშობილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე თესალონიკელნი, მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე წერილებს არჩევდნენ, ნამდვილად ასე თუ არისო. ბევრმა ირწმუნა მათგან, წარჩინებულმა ბერძენმა ქალებმაც და კაცებმაც, არამცირედმა.
2 ტიმოთეს 3:15-17
რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენის მეშვეობით, მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.
რომაელთა 8:15-16
ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!” სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
იოანეს 14:16-17
მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ. ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.
ესაია 64:4
დასაბამიდან არ სმენიათ, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უხილავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომ მოემოქმედა ასეთი რამ თავის მოიმედეთათვის.
მეორე რჯული 11:2-7
უწყოდეთ ეს დღეს, რადგან არ ველაპარაკები თქვენს ძეებს, რომელთაც არ უნახავთ და არ იციან თქვენი ღმერთის სასჯელი, მისი სიდიადე, ძლიერი ხელი და შემართული მკლავი, მისი ნიშნები და საქმეები, რაც შუაგულ ეგვიპტეში გაუკეთა ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მთელ მის ქვეყანას, რაც ეგვიპტის ლაშქარს, მის ცხენებსა და ეტლებს უყო, როგორ დაფარა წითელი ზღვის ტალღებით, როცა დაგედევნენ და მოსპო ისინი უფალმა დღემდე; რაც უდაბნოში გაგიკეთათ, ვიდრე ამ ადგილამდე მოხვიდოდით; რაც გაუკეთა დათანს და აბირამს, რეუბენის ძის ელიაბის ძეებს, როცა დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი, მათი სახლეულობა, კარვები და მთელი ქონება, რაც კი ისრაელში გააჩნდათ. რადგან თქვენი თვალით იხილეთ უფლის დიადი საქმენი, რომლებიც მოიმოქმედა მან.
მეორე რჯული 5:3-4
ჩვენს მამებთან კი არა, უფალმა ეს აღთქმა ჩვენთან დადო, ვინც დღეს აქ ვართ, ცოცხლები. პირისპირ გელაპარაკებოდა უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან,
დაბადება 32:30
თქვა იაკობმა: „პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი“ და უწოდა იმ ადგილს ფენიელი.
ესაია 6:1
მეფე ყუზიაჰუს სიკვდილის წელს ვიხილე მე უფალი, მჯდომარე მაღალ და აღზევებულ ტახტზე და მისი კიდენი ავსებდა ტაძარს.
საქმეები 9:3-6
გზად მიმავალს, დამასკოსთან ახლოს, მოულოდნელად ნათელი მოეფინა ზეციდან. მიწაზე დაცემულს, ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?” ჰკითხა: „ვინა ხარ, უფალო?” მან მიუგო: „მე ვარ იესო, შენ რომ სდევნი. გაგიჭირდება დეზის წინააღმდეგ დარტყმა”. უთხრა შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა: „რას მიბრძანებ, უფალო, რომ გავაკეთო?” უთხრა მას უფალმა: „ადექი და შედი ქალაქში; იქ გეტყვიან, რა უნდა გააკეთო”.
2 პეტრეს 1:16-18
ვინაიდან მოხერხებულად შეთხზული ამბების მოყოლით კი არ გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა, არამედ საკუთარი თვალით ვიხილეთ მისი სიდიადე. რადგან მან მამა ღმერთისგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც ხმა გამოვიდა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. და ჩვენ თვითონ გავიგონეთ ზეციდან ჩამოსული ეს ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.
გამოსვლა 10:2
რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილიშვილისათვის, რა მოვაწიე ეგვიპტეს, და რა ნიშნები გამოვავლინე, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი”.
ფსალმუნები 70:18
ჭაღარამდე, ღრმა სიბერემდე ნუ მიმატოვებ ღმერთო, ვიდრე გავუცხადებდე შენს ძლიერებას ამ თაობას და ყველა მომავალს – შენს შეძლებას.
1 იოანეს 1:1-3
იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე. რადგან სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ, ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა; რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რომ თქვენც გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.
იოანეს 9:25
მან კი უპასუხა: „არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი – ბრმა ვიყავი, ახლა კი ვხედავ”.
ზაქარია 8:23
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ დღეებში ათი კაცი ყველა ერისა და ენისგან მოეჭიდება იუდას კაცის სამოსელის კიდეს და იტყვიან: წამოვალთ თქვენთან, რადგან გავიგეთ, რომ თქვენთანაა ღმერთი.
გამოცხადება 1:17
ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი;