ღმერთი შურისმგებელია ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 32:35
ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვა, განსაზღვრულ დროს წაიბორძიკებს მათი ფეხი, რადგან ახლოა მათი უბედურების დღე და მსწრაფლ მოაწევს მათთვის გამზადებული.

რომაელთა 12:19
შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი.“

ებრაელთა 10:30
რადგან ვიცნობთ ამ სიტყვის მთქმელს: „მე მეკუთვნის შურისგება და სამაგიეროს მიზღვა“ და კიდევ: „განიკითხავს უფალი თავის ხალხს.“

იერემია 51:56
რადგან გამტიალებელი მოდის ბაბილონზე, შეპყრობილ არიან მისი ვაჟკაცნი, შეიმუსრა მათი მშვილდები, ვინაიდან ღმერთი, შურისგების უფალი, ბოლომდე მიუზღავს მათ.

ნაუმი 1:2
ეჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი. შურისმგებელი და მრისხანეა უფალი. შურს იძიებს უფალი თავის მოწინააღმდეგეებზე; რისხვას უნახავს თავის მტრებს.

ფსალმუნები 93:1
ღმერთო შურისგებისა, უფალო, ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.

ფსალმუნები 98:8
უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ პასუხობდი მათ; მიმტევებელი ღმერთი იყავი მათთვის, მაგრამ შურისმგებელიც მათ დანაშაულთა გამო.

2 თესალონიკელთა 1:8
და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას,

ლევიანნი 26:25
მოგივლენთ მახვილს აღთქმისთვის შურის საძიებლად, შეგროვდებით თქვენს ქალაქებში, მაგრამ შავ ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.

იერემია 51:11
წაუმახეთ წვერები ისრებს, კაპარჭები შეავსეთ! გამოაღვიძა უფალმა მიდიელი მეფეების სული, ვინაიდან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისძიებაა ეს, შურს იძიებს თავისი ტაძრის გამო.

იერემია 50:28
აჰა, გაქცეულთა და ლტოლვილთა ხმა ისმის ბაბილონის ქვეყნიდან, რომ სიონში განაცხადონ უფლის, ჩვენი ღმერთის შურისგება, მისი ტაძრის გამო.

იერემია 5:29
არ დაგსაჯო ამის გამო? ამბობს უფალი. განა ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული?

იერემია 5:9
არ დაგსაჯოთ ამის გამო? ამბობს უფალი. შურს არ იძიებს ჩემი სული ასეთ ხალხზე?

მეორე რჯული 32:41
თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.

ესაია 1:24
ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: „ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.

ესაია 47:3
გამოჩნდება შენი სიშიშვლე და წარმოჩინდება შენი სირცხვილი; შურს ვიძიებ და არ დავინდობ ადამიანს.

ეზეკიელი 25:14
შურისგებას აღვასრულებ ედომზე, ჩემი ხალხის, ისრაელის ხელით. ჩემი რისხვისა და გულისწყრომისამებრ მოექცევიან ედომს; ასე გაიგებენ ჩემს შურისგებას! – ამბობს უფალი ღმერთი.

ესაია 35:4
უთხარით სულსწრაფებს: „გამაგრდით, ნუ შეშინდებით, აჰა, თქვენი ღმერთი. მოვა შურისგება, ღვთის საზღაური, მოვა და გიხსნით.“

ეზეკიელი 25:17
მრისხანე მხილებებით აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებას და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა ჩემს შურისგებას აღვასრულებ მათზე!“

ესაია 59:17
ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაიდგა თავზე. ტანსაცმელივით შეიმოსა შურისგების მოსასხამი და ნაბადივით შემოიხვია მოშურნეობა.

მიქა 5:15
რისხვითა და გულისწყრომით ვიძიებ შურს ერებზე, რომლებიც არ დამემორჩილნენ.

ნაუმი 1:9
რა განიზრახეთ უფლის წინააღმდეგ? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი.

ესაია 34:8
რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, სამაგიეროს მიგების წელი სიონის სარჩელის გამო.

იერემია 46:10
რადგან ეს დღე ცაბაოთ უფალ ღმერთს ეკუთვნის; შურისგების დღეა და შურს იძიებს თავის მტრებზე. შეჭამს მახვილი და გაძღება, მათი სისხლით დარწყულდება, რადგან მსხვერპლშეწირვა ექნება უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, მდინარე ევფრატთან.

იერემია 56:6
გაიქეცით ბაბილონიდან, თითოეულმა საკუთარი სული იხსნას. ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისძიების დროა უფლისთვის, მისაგებელი უნდა მიუზღას მას.

ესაი 61:2
უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.

ესაია 63:4
რადგან შურისგების დღეა ჩემს გულში და ჩემი გამოსყიდვის წელი დადგა.

ლუკას 21:22
რადგან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.

რიცხვნი 31:3
უთხრა მოსემ ხალხს: „შეაიარაღეთ კაცები ომისთვის, რათა გაილაშქრონ მიდიანელთა წინააღმდეგ და შური იძიონ უფლისთვის.“