გამოსვლა 15:3
მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
გამოსვლა 14:14
უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი იყუჩეთ”.
ესაია 42:13
მებრძოლივით გამოვა უფალი, მოშურნეობით აღივსება როგორც მეომარი, დაიგრგვინებს, დიახ, ყიჟინას დასცემს თავის მტრებს და გაიმარჯვებს მათზე.
1 მეფეთა 1:3
ყოველ წელს დადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან შილოში, ცაბაოთ უფლისთვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად; ყელის ძენი იყვნენ იქ – ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდელნი.
1 მეფეთა 1:11
აღთქმა დაუდო და უთხრა: „ცაბაოთ უფალო! თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას და თუ გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს მომცემ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად და ვიდრე ცოცხალი იქნება სამართებელი არ შეეხება მის თავს.“
1 მეფეთა 4:4
კაცები გაგზავნეს შილოში და მოიტანეს ქერუბებზე ამხედრებული ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ღვთის აღთქმის კიდობანს თან ყელის ორი ძე – ხოფნი და ფინხასი ახლდა.
იერემია 10:16
ასეთი არ არის იაკობის წილი, რადგან ყველაფრის შემოქმედი ღმერთია იგი, ისრაელი კი მისი სამკვიდრო ტომია. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
იერემია 31:35
ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად და მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ ღრიალებენ მისი ტალღები; ძალთა უფალია მისი სახელი.
იერემია 32:18
სიკეთეს უკეთებ ათასებს და შვილებს წიაღშივე მიუზღავ მამების დანაშაულის გამო. ო, დიდო და ძლიერო ღმერთო! ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
მეორე რჯული 1:30
უფალი, თქვენი ღმერთი, მიგიძღვით წინ, ის ისევე იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ;
მეორე რჯული 3:22
ნუ გეშინია მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის”.
1 მეფეთა 17:45
მიუგო დავითმა ფილისტიმელს: „შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხყავი.
2 მეფეთა 7:26
რათა განდიდდეს სახელი შენი უკუნისამდე და თქვან: ცაბაოთ უფალია ისრაელის ღმერთი. და მტკიცე იყოს, შენი მსახურის დავითის სახლი შენს წინაშე.
ამოსი 3:13
ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის სახლს! – ამბობს ადონაი უფალი, ძალთა ღმერთი.
ამოსი 5:16
ამიტომ, ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: ყველა მოედანზე გლოვა იქნება და ყველა ქუჩაზე იკვნესებენ: ვაი, ვაი! მიწათმოქმედს საგოდებლად მოუხმობენ და საგლოვად – მოტირალებს.
ამოსი 6:8
თავისი თავი დაიფიცა უფალმა ღმერთმა. ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: მძაგს იაკობის დიდგულობა და მისი სასახლეები, ამიტომ, მტრებს გადავცემ ქალაქს და მთელ მის სისავსეს.
ამოსი 6:14
ხალხს გამოვიყვან შენზე, ისრაელის სახლო, – ამბობს ცაბაოთ უფალი – რომელიც დაგჯაბნის ხამათის შესასვლელიდან ყარაბას წყაროებამდე.
ამოსი 9:5
უფალი, ცაბაოთ უფალი, მიწას რომ ეხება, დნება იგი და ტირის ყოველი მისი მკვიდრი. ნილოსივით მაღლა აიწევს და ეგვიპტის მდინარესავით დაბლა დაიწევს.
ამოსი 4:13
რადგან, აჰა, მთები მან გამოსახა და ქარი მან შექმნა, თავის ზრახვებს უცხადებს ადამიანს და წყვდიადად აქცევს ცისკარს, დედამიწის მწვერვალებია მისი ფეხსადგამი; უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
ამოსი 5:15
ბოროტება შეიძულეთ, სიკეთე შეიყვარეთ; კარიბჭეში სამართალი დაამკვიდრეთ და იქნებ შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა იოსების ნატამალი.
ოსია 12:5
უფალი, ცაბაოთ ღმერთი, უფალია სახელი მისი.
ამოსი 5:27
ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ! – ამბობს უფალი – ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
მიქა 4:4
და დაჯდება თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ და აღარაფერს შეუშინდება, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგემ ბრძანა.
იერემია 20:11
უფალი კი ჩემთან არის, როგორც ძლიერი მებრძოლი; ამიტომ თვითონვე წაიბორძიკებენ ჩემი მდევრები, ვერ მძლევენ და ფრიად შერცხვებიან სამარადისო სირცხვილით, რომელიც დავიწყებული არ იქნება, რადგან წარმატებას ვერ მიაღწიეს.
იობი 16:14
დამლეწა, გვემა გვემაზე მოდის, მეომარივით გამორბის ჩემკენ.
იოველი 2:11
უფალი გამოსცემს ხმას თავისი ლაშქრის წინაშე, რადგან ფრიად მრავალრიცხოვანია მისი ბანაკი და ძლიერია მისი სიტყვის შემსრულებელი. დიდია უფლის დღე და ფრიად საშინელი, ვინ გაუძლებს მას?
იესო ნავეს ძე 5:14
და მან უთხრა: „არა, მე უფლის მხედრობის თავი ვარ, ახლა მოვედი მე აქ.“ და დაემხო იესო მიწაზე, და თაყვანი სცა და უთხრა მას: „რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?“
სოფონია 3:17
უფალი, შენი ღმერთია შენს შორის; ძლევამოსილი მეომარი. სიხარულით გაიხარებს შენზე, თავისი სიყვარულით განგაახლებს და გალობით იზეიმებს შენზე.
იაკობის 5:4
აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი.