ღმერთი მოქმედებს ზეციდან – ბიბლიური ციტატები

იოანეს 1:32
ამოწმებდა იოანე და ამბობდა: „ვიხილე ციდან გადმომავალი სული, როგორც მტრედი და დაივანა მასზე.

გოდება იერემიასი 3:50
ვიდრე არ გადმოიხედება და არ იხილავს უფალი ციდან.

მეორე რჯული 26:15
გადმოიხედე შენი წმიდა სამყოფელიდან, ზეციდან და აკურთხე შენი ხალხი, ისრაელი და მიწა, რომელიც მოგვეცი, როგორც შეჰფიცე ჩვენს მამებს; ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

ფსალმუნები 79:14
ცაბაოთ ღმერთო, მობრუნდი! გადმოგვხედე ზეციდან, იხილე და მოხედე ამ ვაზს.

ესაია 63:15
გადმოიხედე ზეციდან, იხილე შენი წმიდა და დიადი სავანიდან! სად არის შენი მოშურნეობა და ძლევამოსილება? დაგვიკავე შენი გულუხვობა და თანაგრძნობა.

ფსალმუნები 13:2
გადმოხედა უფალმა ზეციდან ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებს.

ფსალმუნები 32:13
ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ადამიანის ყველა ძეს.

ფსალმუნები 101:19
რადგან გადმოიხედა უფალმა თავისი წმიდა სიმაღლიდან, ზეციდან გადმოხედა დედამიწას.

3 მეფეთა 8:36
ზეციდან მოისმინე და შეუნდე შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს ცოდვა, დააყენე სასიკეთო გზაზე, რომელზეც უნდა იარონ და გამოუგზავნე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც შენი ხალხისთვის გაქვს მიცემული სამკვიდრებლად.

3 მეფეთა 8:45
ზეციდან მოისმინე მათი ლოცვა-ვედრება და აღუსრულე მათ სამართალი.

3 მეფეთა 8:30
მოისმინე ვედრება შენი მსახურისა და ხალხისა, ისრაელისა, როცა ილოცებენ ამ ადგილზე, მოისმინე შენი ზეციური სამყოფელიდან; მოისმინე და მოგვიტევე.

3 მეფეთა 8:39
ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე, აპატიე და აღუსრულე და ყოველ კაცს მისი გზებისამებრ მიაგე, რადგან იცი მისი გული, რადგან შენ, მხოლოდ შენ იცნობ ყოველი კაცის გულს;

3 მეფეთა 8:43
ზეციდან მოისმინე, შენი სამკვიდრებლიდან და აღუსრულე უცხოტომელს ყოველივე, რასაც შემოგავედრებს, რათა დედამიწის ყოველმა ხალხმა იცოდეს შენი სახელი, ეშინოდეთ შენი, როგორც შენ ხალხს, ისრაელს და გაიგონ რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, რომელიც ავაშენე.

3 მეფეთა 8:49
ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე მათი ლოცვა-ვედრება და აღუსრულე სამართალი.

მათეს 21:25
საიდან იყო იოანეს ნათლობა – ზეციდან თუ კაცთაგან?” ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: “თუ ვიტყვით ზეციდანო, გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას?

იოანეს 3:27
თქვა იოანემ: „ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ზეციდან არა აქვს მიცემული.

ლუკას 9:54
ეს რომ მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ დაინახეს, უთხრეს: „უფალო, გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა?“

იოანეს 6:31-32
ჩვენი მამები მანნას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც წერია: ზეციდან მისცა მათ პური საზრდოდ.“ იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან.

ლუკას 21:11
იქნება დიდი მიწისძვრები, ადგილ-ადგილ შიმშილობა და ჭირიანობა, საშინელებები და დიდი ნიშნები ზეციდან.

რომაელთა 1:18
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.

Close
Close