2 პეტრეს 3:9
არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.
ფსალმუნები 69:5
მე კი ღარიბ-ღატაკი ვარ, იჩქარე ჩემკენ ღმერთო; ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ, უფალო, ნუ დააყოვნებ.
ფსალმუნები 39:17
მე კი ღატაკი და გაჭირვებული ვარ, დაე უფალმა იზრუნოს ჩემზე. შენა ხარ ჩემი დამხმარე და მხსნელი; ო, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.
დანიელი 9:19
უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს.“
ლუკას 18:7
მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?
დაბადება 41:32
და რაკი ორჯერ გამეორდა ფარაონის სიზმარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისაგანაა ეს საქმე და აღარ დააყოვნებს ღმერთი მის აღსრულებას.
აბაკუმი 2:3
რადგან დადგენილ ჟამს ეხება ხილვა, დასასრულს აცხადებს და არ გაცუდდება. თუ დააყოვნებს, დაელოდე, ვინაიდან უცილობლად მოვა, არ დააგვიანებს.
ებრაელთა 10:37
ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტა და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს, არ დააყოვნებს.
მეორე რჯული 7:10
მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.
ეზეკიელი 12:25
რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ და სიტყვა, მე რომ ვიტყვი, შესრულდება და აღარ გადაიდება, რადგან თქვენს დღეებში ვიტყვი სიტყვას, მეამბოხეთა სახლო, და აღვასრულებ კიდეც! აცხადებს უფალი ღმერთი.“
ეზეკიელი 12:28
უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: არ გადაიდება ჩემი არცერთი სიტყვა, რადგან სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ, შესრულდება! ამბობს უფალი ღმერთი.“
ესაია 46:13
მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ხსნა ჩემსმიერი არ დააყოვნებს. ვუწყალობებ ხსნას სიონს და ისრაელს – ჩემს დიდებას.
რომაელთა 16:20
ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. ამინ!
ლუკას 18:8
თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა მოვა ძე კაცისა, ჰპოვებს კი რწმენას დედამიწაზე?“
რომაელთა 13:11
მაშ ასე, იმოქმედეთ, რადგან იცით რა დროა ახლა, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.
გამოცხადება 10:6
და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ აღარ იქნება დრო.
გამოცხადება 1:1
გამოცხადება იესო ქრისტესი, ღმერთმა რომ მისცა მას, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რა უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურ იოანეს წარმოგზავნილი ანგელოზის მეშვეობით.
გამოცხადება 22:6
და მითხრა: „სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები.“ წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურებისთვის, რა უნდა მოხდეს მალე.
გამოცხადება 2:16
მაშ, მოინანიე, თორემ მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით.
გამოცხადება 22:7
„აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს.“
გამოცხადება 3:11
აჰა, მალე მოვალ; გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი.
გამოცხადებ 22:12
„აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთანაა, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა.
გამოცხადება 22:20
ამის დამმოწმებელი ამბობს: „ჰე, მალე მოვალ!“ ამინ, ჰე, მოდი, უფალო იესო!
მარკოზის 13:30
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ – არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ეს ყოველივე არ მოხდება.
სოფონია 1:14
ახლოა უფლის დიადი დღე, ახლოა და მალე მოვა; ისმინეთ ხმა უფლის დღისა! მწარედ ატირდება იმ დღეს ყველაზე მამაციც კი!