ფსალმუნები 33:12-13
ვინ არის კაცი, რომელსაც სიცოცხლე სურს და უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად? შეიკავე შენი ენა ბოროტებისგან და ბაგენი – მზაკვრული სიტყვებისგან.
ეფესელთა 4:25
ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვასს, ვინაიდან ერთიმეორის ნაწილები ვართ.
კოლასელთა 3:9-10
ნუ იცრუებთ ერთიმეორის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი კაცი მის საქმეებთან ერთად, და შემოსილნი ხართ ახლით, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ,
მეორე რჯული 5:20
არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
ლევიანნი 19:11-12
არ მოიპაროთ, არ იცრუოთ, ერთიმეორე არ მოატყუოთ. ჩემი სახელი ტყუილზე არ დაიფიცოთ: არ შებღალოთ თქვენი ღმერთის სახელი; მე ვარ უფალი.
იგავნი 19:22
კაცი თავისი სიკეთით ფასობს; გაჭირვებული სჯობს მატყუარას.
დაბადება 4:9
ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: „არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”
დაბადება 18:15
შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: „არა, გაიცინე!”
დაბადება 20:1-2
გაემგზავრა აბრაჰამი ნეგების ქვეყნისაკენ და კადეშსა და შურს შორის – გერარში დასახლდა. თქვა აბრაჰამმა სარაზე, თავის ცოლზე, რომ და იყო მისი. აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი გაგზავნა და თავისთან მიაყვანინა სარა.
დაბადება 26:6-7
ასე დამკვიდრდა ისაკი გერარში. და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის შესახებ. მან უთხრა: „და არის ჩემი”, რადგან შეეშინდა ეთქვა ჩემი ცოლიაო, რომ არ მოეკლათ იმ კაცებს, ვინაიდან ფრიად მშვენიერი იყო რებეკა.
საქმეები 6:11
მაშინ წააქეზეს კაცები და ათქმევინეს: „გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსესა და ღმერთის საგმობ სიტყვებს”.
რომაელთა 3:8
მაშ, ხომ არ ვაკეთო ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? – როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია მსჯავრი ასეთებზე.
იგავნი 19:9
ცრუ მოწმე სასჯელს ვერ აცდება და ტყუილების მოლაპარაკე დაიღუპება.
ფსალმუნები 5:6
შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელი სძაგს უფალს.
ფსალმუნები 54:23
ღმერთო, შენ ჩაყრი მათ უძირო ქვესკნელში; სისხლისმღვრელნი და ვერაგნი ვერ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; მე კი შენზე ვარ დაიმედებული
ფსალმუნები 100:7
ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქმნელი; ტყუილის მოლაპარაკე ვერ დაფუძნდება ჩემს თვალწინ.
იერემია 23:32
აჰა, მე ვარ სიზმრების ცრუგანმმარტებელთა წინააღმდეგ, ამბობს უფალი, სიცრუეს რომ უყვებიან ჩემს ხალხს და თავიანთი სისულელით აცდუნებენ; მე არ გამომიგზავნია ისინი, არაფერი დამივალებია მათთვის, არც არავითარი სარგებელი მოაქვთ ამ ხალხისთვის, ამბობს უფალი.
ნაუმი 3:1
ვაი, სისხლიან ქალაქს! მთლიანად სიცრუითა და ძალადობით არის სავსე და არ ეშვება მტაცებლობას.
გამოცხადება 21:8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.
გამოცხადება 22:15
მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.
გამოცხადება 2:2
ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და მოთმინება; და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტეულთა ატანა და გამოსცადე ისინი, თავის თავზე რომ ამბობენ, მოციქულები ვართო, მაგრამ არ კი არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად.
იოანეს 8:44
თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
1 იოანეს 2:22
ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ის არის ანტიქრისტე, უარმყოფელი მამისა და ძისა.
გამოცხადება 13:14
აცდუნებდა დედამიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად; ეუბნებოდა დედამიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელიც დაიჭრა მახვილით, მაგრამ გაცოცხლდა.
1 იოანეს 2:4
ვინც ამბობს, შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში.
1 იოანეს 4:20
თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა; ვინაიდან, ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს!
1 იოანეს 2:27
ცხებულება კი, მისგან რომ მიიღეთ, თქვენში რჩება და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ; არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს, ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი; რასაც ის გასწავლით, იმაში დარჩით.
ფსალმუნები 57:3
დედის მუცლიდანვე გადაუხვიეს ბოროტებმა და დაბადებიდანვე ამბობენ სიცრუეს.
იგავნი 14:15
სარწმუნო მოწმე არ ცრუობს, ცრუ მოწმე კი ტყუილებით სუნთქავს.
დანიელი 2:9
რაკი სიზმარი არ გინდათ გამახსენოთ, ერთი ზრახვა გქონიათ: გინდათ, რომ ცრუ და საზიანო სიტყვა მითხრათ დროის გასაყვანად. ამიტომ მომიყევით სიზმარი და მეც დავიჯერებ, რომ მისი ახსნა შეგიძლიათ.“
ისია 7:3
თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი ტყუილებით – მთავრებს.