იოანეს 3:5
მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში.
ეზეკიელი 16:9
როცა ჩვილი იყავი, წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგრეცხე და ზეთი გცხე.
ეფესელთა 5:26
რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით, თავისი სიტყვის მეშვეობით.
ებრაელთა 10:22
მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.
ესაია 27:3
მე, უფალი, ვფხიზლობ მასზე ყოველ წამს, ვარწყულებ, რომ არ დაზიანდეს, ღამით და დღისით ვდარაჯობ.
ესაია 55:1
ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.
იოანეს 4:14
ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს
გამოცხადება 22:17
სული და სასძლო ამბობენ: მოდი! გამგონემაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.
მალაქია 3:2-3
ვინ გაუძლებს მისი მოსვლის დღეს და ვინ დადგება მისი გამოჩენისას? რადგან გამომდნობლის ცეცხლივითაა და მრეცხავის ტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელივით და გამწმედელივით; გაწმედს ლევის ძეებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რათა სიმართლეში მიართვან უფალს შესაწირი.
გამოსვლა 13:21
წინ უძღოდა მათ უფალი დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად და ღამე ცეცხლის სვეტში, გზის გასანათებლად, რათა შესძლებოდათ სიარული დღისითა და ღამით.
ფსალმუნები 77:14
დღისით ღრუბლით მიუძღოდა და მთელი ღამე – ცეცხლის შუქით.
ზაქარია 1:12
შემდეგ თქვა უფლის ანგელოზმა: ცაბაოთ უფალო! როდემდე არ შეიბრალებ იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, რომლებზეც განრისხებული ხარ აგერ უკვე სამოცდაათი წელია?
1 კორინთელთა 2:10
ჩვენ კი თავისი სულით გაგვიმხილა ღმერთმა; ვინაიდან სული ყოველივეს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც.
ქებათა-ქება 4:16
გამოიღვიძე ჩრდილოეთის ქარო, მოდი სამხრეთის ნიავო, ჩემს ბაღს მოჰბერე, რომ
იფრქვეოდეს მისი სურნელი! მოვიდეს თავის ბაღში ჩემი მიჯნური და იგემოს მისი რჩეული ხილი!
იოანეს 3:8
ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი
1 კორინთელთა 12:11
ხოლო ყველაფერ ამას ამოქმედებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს თავისი ნებისამებრ უნაწილებს.
საქმეები 2:2
ყველა გაოცებული იყო, საგონებელში ჩავარდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ნეტა, რას ნიშნავს ეს?
ლუკას 10:34
მივიდა, ზეთითა და ღვინით მობანა ჭრილობები, შეუხვია, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და უპატრონა.
გამოცხადება 3:18
გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა იცხო თვალებზე, რომ დაინახო.
ესაია 61:3
მივმადლო სიონის მგლოვიარეთ, მივცე მათ გვირგვინი ფერფლის ნაცვლად, სიხარულის ზეთი – გლოვის ნაცვლად, ქების მოსასხამი – უძლურების სულის ნაცვლად. და უწოდებენ მათ უფლის მიერ დანერგილ სიმართლის სვეტებს, რათა განდიდდეს იგი.
ებრაელთა 1:9
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით, შენს თანამოზიარეებზე მეტად
1 იოანეს 2:20
თქვენ კი გაქვთ ცხებულება წმიდის მიერ და იცით ყველაფერი.
გამოსვლა 28:7
აიღე საცხებელი ზეთი, დაასხი თავზე და სცხე.
ოსია 6:3
უფალს შევიმეცნებთ, ვისრაფებთ მის შემეცნებას; განთიადივითაა მისი მოსვლა; მოვა, როგორც ადრეული და საგვიანო წვიმა, დაარწყულებს მიწას.
2 მეფეთა 17:12
დავეცეთ, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს ისე დავეცემით, როგორც ცვარი ეცემა მიწას, კაციშვილს არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან.
გალატელთა 5:22
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,
იოანეს 16:13
მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.
იობი 38:14
შეეცვალა იგი, როგორც თიხა ტვიფარის ქვეშ და ისინი დგანან, როგორც სამოსელი.
ეფესელთა 1:13-14
მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია ქონების გამოსყიდვაში, ღმერთის დიდების საქებრად.
საქმეები 2:3
რომელთაც ცოცხლად წარუდგა თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით; იგი ორმოც დღეს ეჩვენებოდა და ღმერთის სამეფოზე ელაპარაკებოდა მათ.