ესაია 9:2
ბნელში მოარულმა ხალხმა იხილა დიდი სინათლე; ნათელი გამოუბრწყინდათ წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებთ.
მათეს 4:13-17
და დატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვისპირა კაპერნაუმში, ზებულონისა და ნეფთალემის საზღვრებში, რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „ზებულონის მიწავ და ნეფთალემის მიწავ, ზღვისპირა გზავ იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეავ! ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, იხილა დიდი ნათელი, და სიკვდილის ქვეყანასა და ჩრდილში მსხდომთ ნათელი გამოუბრწყინდა.“ იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვებულია ცათა სასუფეველი.“
ლუკას 1:76-79
და შენ, ყრმაო, დაგერქმევა მაღლის წინასწარმეტყველი, რადგან წინამორბედი იქნები უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, რათა მისცე მის ხალხს ცოდნა ხსნის შესახებ მათი ცოდვების მიტევებით, ჩვენი ღმერთის გულმოწყალების მეშვეობით, რომლითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან, ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთათვის ნათლის მისაცემად, ჩვენს ფეხთა წარსამართავად მშვიდობის გზაზე.“
ესაია 49:9
რომ უთხრა ტყვეთ:”გამოდით!” და იმათაც, ვინც ბნელშია: “გამოჩნდით!” გზისპირებზე გამოიკვებებიან, და ყოველ ქაჩალ ბორცვზე იქნება მათი საძოვარი.
იოანეს 1:5
და ნათელი ბნელში ჩანს და ბნელი ვერ მისწვდა მას.
კოლოსელთა 1:12-14
მადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის ნაწილის ღირსი გაგვხადა ნათელში, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და გადაგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება,
1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისაკენ გამოგიხმოთ.
ფსალმუნები 106:14
გამოიყვანა ბნელიდან და სიკვდილის წყვდიადიდან, ბორკილები მათი დაწყვიტა,
1 თესალონიკელთა 5:4-5
მაგრამ, თქვენ, ძმებო, ბნელში არ იმყოფებით, რომ ეს დღე მპარავივით დაგატყდეთ თავს. რადგან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები. არა ვართ ჩვენ ღამისანი, არც ბნელისანი.
იობი 17:12
ისინი ღამეს დღედ აქცევენ, ამბობენ: ‘ახლოა ნათელი ბნელთან.’
იოანეს 8:12
და კვლავ დაიწყო იესომ და თქვა: „მე ვარ ნათელი ქვეყნისა. ვინც მე გამომყვება, არ ივლის ბნელში, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“
იოანეს 12:46
მე, ნათელი, მოვედი ქვეყანაზე, რათა არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს.
ეფესელთა 5:8-9
რადგან ოდესღაც იყავით სიბნელე, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში.
მიქა 7:8
ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!
1 კორინთელთა 4:5
ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დაფარულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ მიიღებს თითოეული შესაფერ ქებას ღმერთისგან.
1 იოანეს 2:8
და მაინც, გწერთ ახალ მცნებას, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც. რადგან ბნელი მიდის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ანათებს.