შვილებზე სწავლება ბიბლიის მუხლები

4 მეფეთა 12:2
სწორეს აკეთებდა უფლის თვალში იოაში მთელი თავისი სიცოცხლე, სანამ იეჰოიადაყ მღვდელი მოძღვრავდა მას.

ფსალმუნები 33:11
მოდით, შვილებო, მომისმინეთ! უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.

ფსალმუნები 77:5
არ დავუმალავთ მათ შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.

იგავნი 3:1
შვილო ჩემო! ჩემს რჯულს ნუ დაივიწყებ, და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა,

მეორე რჯული 6:6-7
და იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას.

გამოსვლა 10:2
რათა შენ მოუთხრო შენს შვილსა და შვილიშვილს, რაც გავაკეთე ეგვიპტეში და ჩემს სასწაულებზე, რომელნიც მე მოვუვლინე, და თქვენ გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი.”

მეორე რჯული 6:20-21
თუ შეგეკითხება ხვალ შენი ძე და გეტყვის: „რა არის ეს მოწმობანი, წესები და კანონები, რაც გიბრძანათ თქვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა“ – ასე უპასუხე: „ფარაონის მონები ვიყავით ეგვიპტეში, და უფალმა გამოგვიყვანა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით.

მეორე რჯული 11:19
და ასწავლეთ ის თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ მათ შინ და გარეთ, გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას.

იგავნი 1:8
ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ გადახვალ,

ესაია 38:19
ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი გადიდებს შენ, როგორც მე გადიდებ დღეს. მამა მოუყვება შვილებს შენს ჭეშმარიტებას.

იოველი 1:3
გადაეცით თქვენს შვილებს ამის თაობაზე, თქვენმა შვილებმა თავიანთ შვილებს გადასცენ, მათმა შვილებმა კი – მომავალ თაობას:


მსგავსი თემები:

შვილები, როგორც კურთხევა       შვილები, ძღვენი ღვთისა       შვილების დამოკიდებულება მშობლებისადმი      შვილების მოვალეობები      შვილების წვრთნა       შვილობა      ღვთის შვილები    მორწმუნეები, როგორც ღვთის შვილები