ეფესელთა 1:5
წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ,
გალატელთა 4:5-7
რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო შვილობა. და რაკიღა თქვენ შვილები ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო.” ამიტომ შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ.
მათეს 18:5
და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს.
1 იოანეს 3:2
საყვარელნო! ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა გამომჟღავნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის.
რომაელთა 9:8
ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად.
იოანეს 1:12
ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.
1 იოანეს 3:1
ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი. სოფელი იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი.
გალატელთა 3:26
ვინაიდან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით.
რომაელთა 8:14-19
რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან. ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!” სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ. ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას.
ეფესელთა 2:19
ამიტომ თქვენ უკვე აღარა ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი,
რომაელთა 8:23
და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას.
1 იოანეს 3:9-17
ყოველი, ვინც ღვთისაგან არის შობილი, არ სჩადის ცოდვას, ვინაიდან მისი თესლი იმყოფება მასში და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისაგან არის შობილი. ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან, და არც ის, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს. რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა. მერედა რისთვის მოკლა? იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი. ნუ გაგიკვირდებათ, ძმანო, თუ სძულხართ სოფელს. ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია. ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასშია. ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის. ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?
ფსალმუნები 102:13
როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
იგავნი 14:26
უფლის შიშში ძლიერია რწმენა და მის შვილებს ექნებათ თავშესაფარი.
მათეს 6:31-33
ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ.
ებრაელთა 12:6
რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი; სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს”.
ფსალმუნები 93:14
რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს;
იგავნი 3:11
უფლის დარიგებას, შვილო ჩემო, ნუ შეიზიზღებ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება.
ებრაელთა 12:5-11
და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ, რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი; სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს”. თუ თქვენ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს. ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაც ყველასთვის საზიაროა, მაშინ თქვენ ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. და კიდევ: თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიდნენ და გვეშინოდა მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ? ისინი გვწვრთნიდნენ თვითნებურად მცირე დღეებისათვის, ეს კი – ჩვენი სარგებლობისათვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში. ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომ სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა.
ლუკას 20:36
ვინაიდან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღვთის ძენი არიან ისინი, ძენი აღდგომის.
ფილიპელთა 2:15
რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღვთის უმანკო შვილები მრუდ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში,
იოანეს 12:36
სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა.” ეს ილაპარაკა იესომ და წავიდა, და მათ თვალს მიეფარა.
ეფესელთა 5:8-11
ვინაიდან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში. გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი. ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.
1 თესალონიკელთა 5:5-6
ვინაიდან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები. არც ღამისანი ვართ ჩვენ და არც ბნელისანი. ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ.