ღვთის შვილები ბიბლიის მუხლები

დაბადება 6:2
დაინახეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლებად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.

ფსალმუნები 81:6
მე ვთქვი: ღმერთები ხართ თქვენ, და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.

მალაქია 2:10
განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა? მაშ, რატომღა ვღალატობთ ერთმანეთს და ვბღალავთ ჩვენი წინაპრების აღთქმას?

ლუკას 3:38
ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმერთისა.

ეფესელთა 3:14
ამისათვის ვიდრეკ მუხლს მამის წინაშე,

ოსია 11:1
როცა ყრმა იყო ისრაელი, მიყვარდა ის და ეგვიპტიდან მოვიხმე იგი, ჩემი ძე.

გამოსვლა 4:22-23
და უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ჩემი პირმშო ძეა ისრაელი. და მე გითხარი, გაუშვი-მეთქი ჩემი ძე, რომ მემსახუროს. და თუ არ გაუშვებ, აჰა, მე მოვკლავ შენს შვილს, შენს პირმშოს!’“

ესაია 43:6
ჩრდილოეთს ვეტყვი: ‘მომეცი ისინი!’ და სამხრეთს: ‘ნუ დამიკავებ მათ!’ მოიყვანეთ ჩემი ძენი შორეთიდან და ჩემი ასულნი – ქვეყნის კიდეებიდან,

იერემია 31:20
განა ეფრემი ჩემი ძვირფასი ძე არ არის? განა საყვარელი ბავშვი არ არის? რადგან, როცა კი მასზე დავილაპარაკებ, მუდამ სიყვარულით ვიხსენებ. გულ-ღვიძლი მეწვის, რომ ვიგონებ, სიბრალული მიპყრობს, – ამბობს უფალი.

რომაელთა 9:4
რომელნიც ისრაელის ძენი არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება, აღთქმა და რჯულმდებლობა, მსახურება და დაპირება.

ესაია 1:2
ისმინე ცაო და ყურადიღე, მიწაო, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი დავზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ.

მეორე რჯული 32:5
შესცოდეს მას, მისმა ბიწიერმა შვილებმა. გარყვნილი და გზასაცდენილი მოდგმაა ის!

ესაია 30:1
„ვაი, გაუგონარ შვილებს,” – სიტყვა უფლისა. – „რჩევას იღებენ, და არა ჩემგან, ჩანაფიქრს ფიქრობენ და არა ჩემი სულით, რათა ცოდვა ცოდვას მიუსართონ.

იერემია 3:4-5
წეღან არ იყო, რომ მეძახდი: ‘ჩემო მამავ, ჩემი სიყმაწვილის წინამძღვარი ხარ! ნუთუ მუდამ იმრისხანებს უფალი? ან სამარადისოდ ჩაიმარხავს გულში რისხვას?’ – აი, ასე ამბობ შენ, ბოროტებას კი სჩადიხარ, რაც კი შეგიძლია!“

იერემია 4:22
რეგვენია ჩემი ხალხი, მე არა მცნობს! ბრიყვი ბავშვები არიან ისინი. უგნურნი არიან ისინი, ჭკუა მხოლოდ ბოროტებისთვის ჰყოფნით, სიკეთის გაკეთება კი არ იციან.

2 მეფეთა 7:12-14
როცა აღივსებიან შენი დღეები და შენს მამებთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად შენს თესლს, რომელიც შენი საზარდულიდან გამოვა, და მის მეფობას განვამტკიცებ. და ის ამიშენებს მე ტაძარს და მე განვამტკიცებ მისი მეფობის ტახტს საუკუნოდ. მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი ძე იქნება ჩემთვის. თუ შემცოდავს, კაცთა წესით ვგვემ და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.

1 ნეშტთა 28:6
და მითხრა: ‘შენი ძე, სოლომონი, ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ჩემს ძედ ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა.

ფსალმუნები 2:7
გაუწყებთ უფლის განწესებას: უფალმა მითხრა: „შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ;

ფსალმუნები 88:26-27
ის მომიხმობს: ‘შენ მამა ხარ ჩემი, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა.’ და მეც პირმშოდ დავადგენ მას, ქვეყნიერების მეფეებზე აღმატებულებას ვუბოძებ,

ებრაელთა 1:5
რადგან, რომელი ანგელოზისათვის უთქვამს ღმერთს ოდესმე: „შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ.“ და კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე?“

იოანეს 1:12-13
ხოლო რომელთაც მიიღეს იგი, მისცა მათ ხელმწიფება ღმერთის შვილებად გახდომისა, ვისაც სწამს მისი სახელი, რომელნიც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვნენ.

იოანეს 12:36
სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა.“ ეს თქვა იესომ, და წავიდა და თვალს მიეფარა.