ბიბლიის მუხლები თემაზე
შვილები, როგორც კურთხევა
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იგავნი 23:24
ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.
-
ფსალმუნები 127:3
ცოლი შენი, ვითარცა მსხმოიარე ვაზი შენი სახლის კედლებში; შენი შვილები, ვითარცა ზეთისხილის ნორჩი ხეები შენი სუფრის გარშემო.
-
ფსალმუნები 126:4-5
როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება მტრებთან კარიბჭეში ლაპარაკისას.
-
იგავნი 15:20
ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი კი დედის შემარცხვენელია.
-
იგავნი 27:11
დაბრძენდი, შვილო, და გამიხარე გული; და მეც სათქმელი მექნება მოწინააღმდეგისთვის.
-
იგავნი 29:3
სიბრძნის მიმდევარი მამას ახარებს; მეძავთა ამყოლი კი ქონებას ანიავებს.
-
ლუკას 15:23-24
მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და გავიხაროთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ და დაიწყეს მხიარულება.