შვილების დამოკიდებულება მშობლებისადმი ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 6:1
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.

კოლოსელთა 3:20
შვილებო, დაექვემდებარეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგან ასეა მოსაწონი უფლისათვის.

იგავნი 6:20
დაიცავი, შვილო ჩემო, მამაშენის მცნებანი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.

იგავნი 23:22
უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და ნუ მოიძულებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება.

ეფესელთა 6:2-3
„პატივი ეცი შენს მამას და დედას,“ – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, – „რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.“

მეორე რჯული 5:16
პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, როგორც გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს.

მეორე რჯული 27:16
‘წყეულიმც იყოს მაგინებელი თავისი მამისა და დედისა!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’

იგავნი 19:26
მამის მაგინებელი და დედის გამძევებელი შერცხვენისა და ყვედრების ღირსია.

იგავნი 20:20
დედ-მამის მაგინებელს სანთელი ჩაუქრება უკუნეთ ღამეში.

მათეს 19:19
პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“

მარკოზის 10:19
იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“


მსგავსი თემები:

შვილებზე სწავლება       შვილები, როგორც კურთხევა       შვილები, ძღვენი ღვთისა       შვილების მოვალეობები      შვილების წვრთნა       შვილობა       ღვთის შვილები       მორწმუნეები, როგორც ღვთის შვილები