მთავარითემები „შ"შვილების მოვალეობები

შვილების მოვალეობები

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეფესელთა 6:1-3
    შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგან ეს სამართლიანია. „პატივი ეცი შენს მამას და დედას,“ – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, – „რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.
  2. ებრაელთა 12:9
    თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთვნიან და გვერიდება მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ?
  3. 1 პეტრეს 5:5
    ასევე, ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ ხუცესთ. დაემორჩილეთ ერთმანეთს, შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
  4. 1 ტიმოთეს 5:4
    ხოლო თუ ქვრივს ჰყავს შვილები ან შვილიშვილები, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.
  5. მეორე რჯული 30:2
    და დაბრუნდები უფალთან, შენს ღმერთთან, და შეისმენ მის ხმას ყველაფერში, როგორც მე გიბრძანებ დღეს,
  6. გამოსვლა 20:12
    პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
  7. კოლოსელთა 3:20-21
    შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფლისათვის. მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ.

← ყველა თემა „შ"-ზე

Close
Close