იგავნი 13:24
ვინც თავისი შვილისთვის წკეპლას ზოგავს, სძულს ის, ხოლო ვისაც უყვარს შვილი, ბეჯითად წვრთნის მას.
ებრაელთა 12:7-11
აიტანეთ წვრთნა! ღმერთი ისე გეპყრობათ, როგორც შვილებს. განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაშიც ყველა მოზიარეა, მაშინ ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთვნიან და გვერიდება მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ? ისინი გვწვრთნიდნენ საკუთარი ნების შესაბამისად მცირე დღეებისათვის, ეს კი – ჩვენს სასიკეთოდ, რათა ვეზიაროთ მის სიწმიდეს. ყოველი წვრთნა აწმყოში სიხარულად არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. შემდეგ კი ის სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მათ, ვინც მის მიერ განისწავლა.
იგავნი 19:18
გაწვრთენი შვილი, სანამ დროა და ნუ დააღუპვინებ თავს.
იგავნი 23:13
ნუ მოაკლებ წვრთნას შენს შვილებს; წკეპლა არ მოკლავს მათ.
მსგავსი თემები:
შვილებზე სწავლება შვილები, როგორც კურთხევა შვილები, ძღვენი ღვთისა
შვილების დამოკიდებულება მშობლებისადმი შვილების მოვალეობები შვილობა
ღვთის შვილები მორწმუნეები, როგორც ღვთის შვილები