შეუპოვრობა ბიბლიის მუხლები

რომაელთა 12:12
იხარეთ იმედში, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.

კოლოსელთა 1:11-12
მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისამებრ ყოველგვარ მოთმინებაში და სულგრძელებაში სიხარულით. ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდანთა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა ნათელში,

გალატელთა 6:9
სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით.

გამოცხადება 3:10
რაკი შენ დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოვა მთელ მსოფლიოზე, რომ გამოსცადოს მიწის მკვიდრნი.

გამოცხადება 2:10
ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.

იაკობის 1:12
ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულთ.

2 თესალონიკელთა 3:13
თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმეების კეთებას.

ეფესელთა 6:18
ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით, და მუდამ იფხიზლეთ ამაზე ყოველგვარი სიმედგრით და ლოცვით ყველა წმიდისათვის,

იგავნი 3:5-6
დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.

იოანეს 15:7
თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.

ეკლესიასტე 9:11
კიდევ ვიხილე მზის ქვეშ, რომ არც მკვირცხლებს აქვთ წარმატება სირბილში და არც მამაცებს – ომში, და არც ბრძენთ აქვთ პური და არც გონიერთ – სიმდიდრე და არც მცოდნეთ – მოწონება. მაგრამ ჟამი და შემთხვევა ელოდება მათ ყველას.

1 კორინთელთა 15:1
გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ.

2 კორინთელთა 1:21
ის, რომელიც თქვენთან ერთად გვამტკიცებს ქრისტეში და რომელმაც გვცხო ჩვენ, ღმერთია,

ებრაელთა 12:1-2
ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.

1 კორინთელთა 9:24-27
განა არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ. ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადისა. ამიტომ მე გავრბივარ არა უმიზნოდ, ვიბრძვი არა ისე, ვითომც ჰაერს ვგვემდე. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე.

რომაელთა 5:3
და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას,

იოანეს 14:15
„თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.

ეფესელთა 6:11
შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას.

2 პეტრეს 3:15
და ჩვენი უფლის სულგრძელობა მიიჩნიეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით,

ებრაელთა 6:11
მაგრამ გვსურს, რომ ყოველი თქვენგანი, სასოების სისრულისათვის იჩენდეს იმავე ერთგულებას ბოლომდე,

1 ტიმოთეს 4:1
ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,

იოანეს 6:40
ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.”

ლუკას 21:19
მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.

მათეს 22:37-39
მან უთხრა მას: „‘შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’ ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’

ეფესელთა 1:13-14
მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ სულიწმიდის მიერ აღთქმული, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია, საკუთრების გამოსასყიდად მისი დიდების საქებრად.

რომაელთა 15:13
ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.

ფილიპელთა 1:6
დარწმუნებული ვარ, რომ დამწყები თქვენში კეთილი საქმისა შეასრულებს კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე.

საქმეები 1:8
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.”