იერემია 15:19
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „თუ მომიბრუნდები, აღგადგენ და ჩემ წინაშე დადგები. თუ ძვირფასს გამოარჩევ უვარგისისგან, ჩემი ბაგე იქნები. ადამიანები შენკენ მობრუნდებიან, მაგრამ შენ არ მიბრუნდები მათკენ.
ეზეკიელი 2:4
ურჩ და ჯიუტ ხალხთან გაგზავნი; უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი!
ეზეკიელი 3:11
წადი, მიდი დევნილებთან, შენი ხალხის ძეებთან, ელაპარაკე მათ და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; უნდათ მოისმინონ, უნდათ ნუ მოისმენენ”.
ესაია 50:4
უფალმა ღმერთმა მომცა დამმოძღვრავის ენა, რათა შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. დილაობით მაღვიძებს, ჩემს ყურს აღვიძებს, რომ მოწაფესავით მოვისმინო.
ესაია 49:2
ბასრ მახვილად აქცია ჩემი პირი, თავისი ხელის ჩრდილში შემიფარა; წამახულ ისრად მაქცია და თავის კაპარჭში შემინახა.
1 პეტრეს 4:11
თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით; თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა ღმერთი განდიდდეს ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც აქვს დიდება და ძალა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
იერემია 23:28
წინასწარმეტყველმა, ვინც სიზმარი ნახა, მოყვეს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, ჩემი ჭეშმარიტი სიტყვა ილაპარაკოს. რა საერთო აქვს ბზეს ხორბალთან? ამბობს უფალი.
1 თესალონიკელთა 2:16
წარმართებთან ლაპარაკშიც გვაბრკოლებენ, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ უმატებენ თავიანთ ცოდვებს, და საბოლოოდ მოაღწია კიდეც მათზე რისხვამ.
ფსალმუნები 118:46
მეფეთა წინ დავამოწმებ შენზე და არ შემრცხვება.
დანიელი 9:6
ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურ წინასწარმეტყველთ, შენი სახელით რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს.
იოანეს 8:38
მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენთან მოისმინეთ”.
საქმეები 5:20
„წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ყველაფერი ამ სიცოცხლის შესახებ”.
საქმეები 6:10
მაგრამ ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.
1 კორინთელთა 2:13
რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით.
2 კორინთელთა 4:13
და რაკი იგივე რწმენის სული გვაქვს, როგორც სწერია: ‘მწამდა და ამიტომ ვლაპარაკობდი’, ჩვენც გვწამს და ამიტომ ვლაპარაკობთ;
2 კორინთელთა 13:3
რაკიღა იმის მტკიცებას ეძებთ, ლაპარაკობს თუ არა ჩემში ქრისტე, რომელიც უძლური არ არის თქვენ მიმართ, არამედ ძლიერია თქვენ შორის.
2 თესალონიკელთა 2:15
მაშ ასე, ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რაშიც განისწავლეთ ჩვენი სიტყვით თუ წერილებით.
იაკობის 5:10
ჩემო ძმებო, ტანჯვისა და სულგრძელობის მაგალითად გყავდეთ წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ.
გამოსვლა 8:13
აასრულა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ და დაიხოცნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში.