სანდოობა ბიბლიური ციტატები

2 ტიმოთეს 2:2
და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით მოისმინე ჩემგან, ის გადაეცი ერთგულ ადამიანებს, რომელთაც სხვათა განსწავლის უნარიც ექნებათ.

1 ტიმოთეს 1:9
ერთგულია ღმერთი, რომელმაც მოგიწოდათ მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან მოზიარეობისათვის.

მეორე რჯული 32:4
სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.

1 მეფეთა 2:2
არავინაა უფალივით წმიდა; ჭეშმარიტად, არავინაა შენს გარდა; არავინ არის კლდე ჩვენი ღმერთის გარდა.

ფსალმუნები 17:2
უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი, ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი.

ფსალმუნები 61:7
ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; ღმერთია ჩემი სიმაგრე და თავშესაფარი.

ესაია 26:4
სამარადისოდ მიენდეთ უფალს, რადგან მარადიული კლდეა უფალი ღმერთი.

მეორე რჯული 7:9
იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,

ფსალმუნები 110:5
აძლევს საზრდოს თავის მოშიშებს, მარადის ახსოვს თავისი აღთქმა.

ესაია 54:10
რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა შენგან, ამბობს უფალი, შენი შემბრალე.

ეზეკიელი 16:60
გავიხსენებ ჩემს აღთქმას, შენი სიყმაწვილის დღეებში დადებულს, და აღვადგენ შენთან მარადიულ აღთქმას.

გამოსვლა 20:6
და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.

მეორე რჯული 5:10
და წყალობისმყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა ათასეული თაობისთვის.

1 იოანეს 4:16
ჩვენ შევიცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში.

იერემია 29:10
რადგან ასე ამბობს უფალი: სამოცდაათი წელი რომ შეუსრულდება ბაბილონს, მაშინ მოგიკითხავთ და ავასრულებ თქვენზე ნათქვამ ჩემს კეთილ სიტყვას: დაგაბრუნებთ-მეთქი ამ ადგილზე.

ებრაელთა 6:13-18
ვინაიდან, როცა ღმერთი აღთქმას დებდა აბრაჰამთან, რაკი არ შეეძლო თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა;  უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გაგამრავლებ შენ”.  და ასე სულგრძელობით დაიმკვიდრა აღთქმა. ადამიანები ყველაზე დიდს იფიცებენ და ფიცი ადასტურებს მათი ყოველგვარი დავის დასასრულს. ამიტომ, როცა ღმერთმა მოინდომა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების ურყევობა ეჩვენებინა, ფიცს მიმართა,  რათა ორ ურყევ რამეში, რაშიც შეუძლებელია მოგვატყუოს ღმერთმა, მტკიცე ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, ვინც შევეფარეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენ წინ მდებარე იმედს,

მეორე რჯული 31:6
გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთია შენთან; არ მოგშორდება და არ მიგატოვებს”.

დაბადება 28:15
შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან, სადაც კი წახვალ; დაგაბრუნებ ამ მიწაზე და არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ იმას, რაც გითხარი”.

საქმეები 13:10
ვინაიდან მე ვარ შენთან და თავს ვერავინ დაგესხმება, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში”.

ფსალმუნები 45:1
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.

1 კორინთელთა 1:8-9
ვინც ბოლომდე განგამტკიცებთ, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს. ერთგულია ღმერთი, რომელმაც მოგიწოდათ მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან მოზიარეობისათვის.

2 ნეშტთა 13:18
მაშინ მოიდრიკნენ ისრაელის ძენი, იუდას ძენი კი გაძლიერდნენ, რადგან მიენდნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს.

იგავნი 12:17
ჭეშმარიტების მოლაპარაკე სიმართლეს ამბობს, ცრუმოწმე კი – სიცრუეს.

იგავნი 14:5
სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნთქავს.

იოანეს 19:35
მხილველმა დაადასტურა ეს; მისი მოწმობა ჭეშმარიტია; მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენც ირწმუნოთ.

საქმეები 4:20
ვინაიდან არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც გვიხილავს და მოგვისმენია”.

იგავნი 22:20-21
განა არ მოგწერე, რჩევითა და ცოდნით სავსე ოცდაათი გამონათქვამი,  რომ მეჩვენებინა შენთვის, რა არის ჭეშმარიტი და მართალი, რათა ჭეშმარიტებით უპასუხო შენს მომავლინებელთ?

1 ტიმოთეს 3:2-10
მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,  არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული,  თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.  რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს?  ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს.  ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეთაგან, რათა გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ აღმოჩნდეს გაბმული.  დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი,  რათა წმიდა სინდისში ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და შემდეგ, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ.

ტიტეს 1:6-9
თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი და ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელი.  ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის სახლმმართველი, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარული.  არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა და თავშეკავებული,  სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, მოძღვრების მიხედვით, რომ საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და მოწინააღმდეგეთა მხილება.

მსაჯული 14:9-12
მტევანზე გადმოიფხიკა თაფლი, მიდიოდა და ჭამდა გზადაგზა. წამოეწია თავის დედ-მამას, მისცა თაფლი და მათაც ჭამეს. და არ უთქვამს, რომ ლომის ჩონჩხიდან იყო გამოღებული. ჩავიდა სასიძოს მამა ქალთან და იქვე გამართა სამსონმა ნადიმი, როგორც ამას ჭაბუკები აკეთებდნენ ხოლმე.  როცა ნახეს იგი, გამოარჩიეს ოცდაათი მაყარი, რათა მასთან ყოფილიყვნენ.  უთხრა მათ სამსონმა: „ერთ გამოცანას გეტყვით; თუ გამოიცნობთ ამ შვიდდღიანი ნადიმის დროს, ოცდაათ ხელ სელის სამოსსა და ოცდაათ ხელ საცვალს მოგცემთ.