ორთოდოქსია ძველ აღთქმაში ბიბლიური ციტატები

მეორე რჯული 6:4
ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი – ერთი უფალია.

მეორე რჯული 4:39
გაიგეთ დღეს და აღიბეჭდეთ გულებზე, რომ თვით უფალია ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა ქვეყანაზე, სხვა არავინაა.

მეორე რჯული 4:35
ხომ იხილეთ, რათა გცოდნოდათ, რომ თვით უფალია ღმერთი და სხვა არავინაა მის გარდა.

ფსალმუნები 96:9
რადგან, შენ უფალო, უზენაესი ხარ მთელ ქვეყნიერებაზე, ფრიად აღზევებული ყველა ღმერთზე.

ესაია 44:6-8
ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. ან ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს თანმიმდევრულად, რა მოხდა მას შემდეგ, უძველესი ხალხი რომ დავაფუძნე; ან დამდეგი და მომავალი აუწყონ. ნუ კანკალებთ და ნუ გეშინიათ. განა ძველთაგან არ გაუწყეთ და არ გამოგიცხადეთ? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? განა არის ჩემს გარდა კლდე? არავინ ვიცი”.

გამოსვლა 3:14
უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”.

ესაია 40:28
განა არ იცი, განა არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების დამფუძნებელი, არც იღლება და არც იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.

დაბადება 1:1
დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცანი და მიწა.

დაბადება 2:7
გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.

იობი 38:4
სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება.

გამოსვლა 20:3-6
არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა. არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში. და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.

მეორე რჯული 5:7-8
არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემ გარდა. არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია და მიწის ქვემოთ.

ესაია 42:8
„მე ვარ უფალი (იაჰვე), ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ და ჩემს ხოტბას – გამოკვეთილ კერპებს.

ფსალმუნები 85:9-10
შენ მიერ გაჩენილი ყოველი ერი მოვა და მოიდრიკება შენ წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს, რადგან დიადი და სასწაულმოქმედი ხარ, შენ ხარ ერთადერთი ღმერთი.

ზაქარია 8:20-22
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისევ მოვლენ ხალხები და მცხოვრებნი მრავალი ქალაქისა; მივლენ მკვიდრნი ერთი ქალაქისა მეორესთან და იტყვიან: წავიდეთ, შევევედროთ უფალს და ვეძიოთო ცაბაოთ უფალი. მეც წავალო – იტყვიან სხვანი! და მოვლენ ხალხნი მრავალნი და ერნი ძლიერნი, რათა ეძიონ ცაბაოთ უფალი იერუსალიმში და ილოცონ მის წინაშე.

იესო ნავეს ძე 4:20-24
ის თორმეტი ქვა, იორდანედან რომ ამოიღეს, გილგალში აღმართა იეშუამ. უთხრა ისრაელის ძეებს: „ოდესმე, რომ გკითხავენ თქვენი შვილები, ეს რა ქვებიაო, ასე აუწყეთ თქვენს ძეებს: მშრალად გადალახა-თქო ისრაელმა იორდანე. რადგან დააშრო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, იორდანეს წყლები თქვენ წინაშე, ვიდრე გადავლახავდით მას, როგორც დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, წითელ ზღვას, რომელიც დააშრო ჩვენ წინაშე, ვიდრე არ გადავლახეთ; რათა დედამიწის ყველა ხალხმა გაიგოს უფლის ხელის ამბავი, რადგან ძლიერია იგი და მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.

ოსია 6:6
რადგან წყალობა მსურს და არა მსხვერპლი, ღვთის შემეცნება და არა სრულადდასაწველნი.

ფსალმუნები 4:5
შესწირეთ სიმართლის შესაწირნი და მიენდეთ უფალს.

ფსალმუნები 32:4
რადგან სწორია უფლის სიტყვა და ჭეშმარიტია ყოველი საქმე მისი.

მიქა 6:8
განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი – მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს.

ფსალმუნები 105:3
ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.

იგავნი 21:3
სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე სასურველია უფლისთვის.

ესაია 1:11-17
„რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი. ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა? აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან – ურჯულოებას და დღესასწაულს! თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა. ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ – ხელები სისხლით გაქვთ სავსე. განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.

ესაია 56:1
ასე ამბობს უფალი: „შეინახეთ სამართალი და ქმენით სიმართლე, რადგან მალე მოვა ჩემი ხსნა და ჩემი სიმართლე გამოჩნდება.

ოსია 14:9
ვინც ბრძენია გაიაზრებს ამას, ვინც გონიერია – მიხვდება. ვინაიდან მართებულია გზები უფლისა – მართალნი ივლიან მათზე, მეამბოხენი კი დაეცემიან!

იგავნი 10:29
უფლის გზა სიმაგრეა უბიწოთათვის, სიავის ჩამდენთათვის კი განადგურება.

დაბადება 18:19
რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.

მეორე რჯული 5:33
იარე ყველა იმ გზით, რომელიც გამცნო შენმა ღმერთმა, რათა იცოცხლო, სიკეთე გქონდეს და დღეგრძელი იყო იმ ქვეყანაში, რომელსაც დაიმკვიდრებ.

მეორე რჯული 28:9
დაგადგენს უფალი თავის წმიდა ხალხად, როგორც შეგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს და ივლი მისი გზებით.

მეორე რჯული 30:19-20
მოწმედ მოვუხმობ დღეს ცასა და მიწას, რომ: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდე წინ. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ. და გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, ისმინე მისი ხმა და მიელტვოდე მას; რადგან იგია შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა, რომ დამკვიდრდე იმ მიწაზე, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს – აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, მათთვის მისაცემად”.

2 მეფეთა 22:22
რადგან ვიცავდი უფლის გზას, და ჩემი ღმერთისთვის არ შემიცოდავს.