ორჭოფობა ბიბლიის მუხლები

იაკობის 1:6-8
ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ზღვის ტალღას ჰგავს, ქარით ატანილსა და მიმოტაცებულს. ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისგან რაიმეს მიიღებს. გაორებული სულის კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე.

3 მეფეთა 18:21
მივიდა ამ ხალხთან ელია და უთხრა: „როდემდე უნდა მერყეობდეთ ორ აზრს შორის? თუ უფალია ღმერთი, მის კვალს გაჰყევით! მაგრამ, თუ ბაყალია – მაშინ მის კვალს გაჰყევით!” ხმა არ ამოიღო ხალხმა.

მარკოზის 14:29-31
უთხრა: „მოდი!” პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალზე გაიარა, რათა იესოსთან მისულიყო. მაგრამ ძლიერი ქარი რომ იხილა, შეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: „უფალო, მიხსენი!” იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?”

მათეს 21:21
მიუგო მათ იესომ პასუხად: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, არა მხოლოდ იმას გააკეთებთ რაც ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, აღსრულდება!

მარკოზის 11:23
ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, გულში კი არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, ექნება მას.

რომაელთა 14:23
ხოლო თუ ეჭვით ჭამს, მსჯავრი დაედება, ვინაიდან რწმენით არ იქცევა, რადგან რაც რწმენით არაა, ცოდვაა.

გამოსვლა 3:11
უთხრა მოსემ ღმერთს: „ვინ ვარ მე, რომ წავიდე ფარაონთან და ეგვიპტიდან გამოვიყვანო ისრაელის ძენი?”

გამოსვლა 4:13
თქვა მოსემ: „გთხოვ, უფალო! სხვა ვინმე მიავლინე”.

გამოსვლა 14:10-15
ახლოვდებოდა ფარაონი, აღაპყრეს თვალები ისრაელის შვილებმა და დაინახეს: ეგვიპტელნი მოსდევენ უკან. შეეშინდათ ფრიად და შეღაღადეს ისრაელიანებმა უფალს. უთხრეს მოსეს: „განა ეგვიპტეში არ იყო სამარხები, უდაბნოში რომ არ წამოგეყვანეთ დასახოცად? ასეთი რამ რად გაგვიკეთე, რისთვის გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: „დაგვეხსენი, ეგვიპტელთა მსახურები ვიქნებით-თქო? რადგან უდაბნოში დახოცვას, ეგვიპტელთა მონობა გვირჩევნია”. უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და იხილავთ უფლისმიერ ხსნას, რომელსაც დღეს მოიმოქმედებს თქვენთვის და ეგვიპტელებს, რომელთაც დღეს ხედავთ, მეტად აღარ იხილავთ უკუნისამდე. უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი იყუჩეთ”. უთხრა უფალმა მოსეს: „რად შემომღაღადებ? უთხარი ისრაელიანებს, წინ წავიდნენ.

მათეს 27:21-26
ამიტომ, როცა იკითხა გამგებელმა, ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთო, უპასუხეს, ბარაბაო. უთხრა მათ პილატემ: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?” ყველამ თქვა: „ჯვარცმულ იქნეს!” ხოლო მან თქვა: „რა ბოროტება ჩაუდენია?” მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად აყვირდნენ: „ჯვარცმულ იქნეს!” როცა დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, შფოთი კი მატულობდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: „უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით”. და მთელმა ხალხმა მიუგო პასუხად: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”. მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარცმულიყო.

იოანეს 18:38-40
ჰკითხა პილატემ: „რა არის ჭეშმარიტება?” ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდევლებთან და უთხრა მათ: „მე ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე მასში. ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექზე? გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ? მაშინ კვლავ აყვირდნენ და ამბობდნენ: „ეს კი არა, ბარაბა!” ბარაბა კი ავაზაკი იყო.

მარკოზის 16:11-14
ხოლო მათ, მოისმინეს რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, მაგრამ არ დაიჯერეს. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, როცა სოფლისკენ მიდიოდნენ. ისინი მივიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც იმათი დაიჯერეს. მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, სუფრასთან მსხდართ და ურწმუნოება და გულქვაობა უსაყვედურა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი.

იოანეს 20:25
უთხრეს მას დანარჩენმა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიხილეთ უფალი”. მან კი თქვა: „სანამ მის ხელებზე ნალურსმნევს არ ვნახავ და ნალურსმნევში თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში კი – ხელს, არ ვიწამებ!”

მათეს 6:24
არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ანდა ერთს შეეთვისება და მეორეს დაამცირებს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც.

მათეს 19:21-22
უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”. ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა.

ლუკას 9:62
უთხრა მას იესომ: „ვინც გუთანს უდგას და თან უკან იყურება, ღმერთის სამეფოსთვის არ გამოდგება!”

იაკობის 1:8
ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყოველ გზაზე.

იაკობის 4:8
ღმერთს მიუახლოვდით და ისიც მოგიახლოვდებათ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო! განიწმიდეთ გულები, ორგულნო!