ღვთიური ძალაუფლება ბუნებაზე – ბიბლიური ციტატები

მათეს 14:19-21
და უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და დაურიგა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი – ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღა. ხოლო დარჩენილი ნატეხებისგან აკრიფეს თორმეტი სავსე გოდორი. მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.

მათეს 14:25
ღამის მეოთხე სადარაჯოზე მივიდა მათთან იესო ზღვაზე სვლით.

მათეს 17:27
მაგრამ, რომ არ დავაეჭვოთ ისინი, წადი ზღვაზე, გადააგდე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდება, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. მიიტანე და მიეცი ჩემთვის და შენთვის.“

მარკოზის 4:39
წამოდგა და შერისხა ქარს და უთხრა ზღვას: „დადუმდი, ჩადექ!“ და დაცხრა ქარი და დიდი მყუდროება ჩამოდგა.

იობი 26:10
წყლის ზედაპირზე წრე შემოავლო ნათლისა და ბნელის საზღვრამდე.

იობის 38:8-11
ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან? როცა ღრუბელი მივეცი მას სამოსად და წყვდიადი – სახვევად? როცა დავუდგინე მას ჩემი წესი და დავუტანე ურდული და ბჭენი? და ვუთხარი: ‘აქამდე მოხვალ და მეტს არა. აქ უნდა შედგნენ შენი ზვიადი ზვირთები?’

ფსალმუნები 32:7
შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყალნი ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.

ფსალმუნები 103:9
საზღვარი დაუდე – ვერ გადალახავენ, ვეღარ დაბრუნდებიან დედამიწის დასაფარად.

იგავნი 8:29
როცა ზღვებს წესს უდგენდა, რათა წყლებს არ გადაელახათ ნაპირები, როცა დედამიწას საფუძველს უყრიდა,

იერემია 5:22
განა ჩემი არ უნდა გეშინოდეთ, – ამბობს უფალი, – ჩემს წინაშე არ უნდა კანკალებდეთ? მე ქვიშა დავუდე ზღვას საზღვრად, საუკუნო მიჯნად, რომელსაც ვერ გადმოხეთქავს; თუმცა ღელავენ მისი ტალღები, მაგრამ ვერ სძლევენ, ბობოქრობენ, მაგრამ ვერ გადალახავენ მას.

ფსალმუნები 64:7
შენ აწყნარებ ზღვათა ღრიალს, ტალღების ხმაურს, ერების მღელვარებას.

იონა 1:15-17
აიღეს და წყალში გადააგდეს იონა. ზღვამ ღელვა შეწყვიტა. მეზღვაურებს ძლიერ შეეშინდათ უფლისა; მსხვერპლი შესწირეს და აღთქმები დაუდეს მას. უფალმა დიდი თევზი მოავლინა და შთაანთქმევინა იონა. მან სამი დღე და სამი ღამე დაჰყო თევზის მუცელში.

ფსალმუნები 148:8
ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და ნისლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო!

იგავნი 30:4
ვინ ავიდა ზეცაში და ვინ ჩამოვიდა? ვინ შეაგროვა ქარი მუჭებით? ვინ გამოიკრა წყალი კვართში? ვინ დაადგინა მიწის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი და რა არის მისი ძის სახელი, თუ იცი?

დაბადება 7:4
რადგან შვიდი დღის შემდეგ მოვიყვან წვიმას მიწაზე ორმოც დღესა და ორმოც ღამეს, და მიწის პირისაგან წარვხოცავ ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.“

გამოსვლა 9:33
და გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქგარეთ, და გაიწოდა ხელები უფლისაკენ. გრგვინვა და სეტყვა შეწყდა და წვიმა აღარ იღვრებოდა მიწაზე.

იობი 37:6
რადგან თოვლს ეუბნება: ‘დაეფინე მიწას!’ და უბრძანებს წვიმის თქეშსა და ძლიერ თავსხმას.

იერემია 10:13
მის ხმაზე ხმაურობენ წყლები ზეცაში, ღრუბლები ამოჰყავს მას ქვეყნის კიდეებიდან, ის წარმოშობს საწვიმრად ჭექა-ქუხილს, აგზავნის ქარს თავისი საგანძურებიდან.