რომაელთა 12:1
ამიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.
ფსალმუნები 12:5
მე კი შენი წყალობის იმედი მაქვს, შენმიერი ხსნით იხარებს ჩემი გული;
ფსალმუნები 51:8
ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხილის ხე ღმერთის სახლში, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.
ეფესელთა 2:8
ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია.
1 ტიმოთეს 1:16
სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჯერ ჩემში ეჩვენებინა მთელი სულგრძელება სანიმუშოდ მათთვის, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისთვის.
ებრაელთა 4:16
ამიტომ, გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.
1 პეტრეს 5:5
ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
ლუკას 6:36
იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
მიქა 6:8
ხომ გეუწყა შენ, მოკვდავო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან ღმერთი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.
ზაქარია 7:9
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს.
მათეს 5:7
ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი.
მათეს 9:13
თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი”.
ლუკას 10:27-37
მან უპასუხა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”. უთხრა მას იესომ: „სწორად მიპასუხე. ასე მოიქეცი და იცოცხლებ”. მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და ჰკითხა იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?” მიუგო იესომ და უთხრა მას: „ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხოს მიდიოდა; თავს დაესხნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ; ის კი ნახევრადმკვდარი მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია. ლევიანმაც ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და მანაც გვერდი აუქცია. მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეებრალა. მივიდა, ზეთითა და ღვინით მობანა ჭრილობები, შეუხვია, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და უპატრონა. მეორე დღეს, სანამ წავიდოდა, ორი დინარი ამოიღო, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, გადაგიხდიო. როგორ ფიქრობ, იმ სამიდან რომელი იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?” უპასუხა: „რომელმაც წყალობა უყო მას”. მაშინ უთხრა იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი”.
იაკობის 2:12-13
ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსაკითხველებმა. რადგან უმოწყალო სამსჯავრო – წყალობის არამქნელს. წყალობა აღემატება სამსჯავროს.
მათეს 6:12
და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
მათეს 6:14
ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
მათეს 18:21-35
მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდავს? შვიდჯერ?” უთხრა მას იესომ: „არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ. ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან. ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა. და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა. მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა. მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე? განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა. ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.
ლუკას 6:37
ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
2 კორინთელთა 2:7
ასე, რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი.
ეფესელთა 4:32
იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.
კოლოსელთა 3:13
შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.
ებრაელთა 13:1
ძმური სიყვარული რჩებოდეს თქვენთან.
მათეს 25:37-40
მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ? მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.
რომაელთა 12:9-21
სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; შეიძულეთ ბოროტება და მიეკარით კეთილს. ერთმანეთისადმი ძმურ სიყვარულში გულანთებულებმა, პატივისცემაში დაასწარით ერთურთს. გულმოდგინებაში ნუ გაზარმაცდებით; სულით აღენთეთ, უფალს ემსახურეთ. იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – მდგრადნი. მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას. ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით. მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ. ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში; ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ თავმდაბალთ მიჰყევით, დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ საკუთარ თავზე; არავის მიაგოთ ბოროტის წილ ბოროტი; კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე. თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი”. ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.
2 კორინთელთა 4:1
ამიტომ, რაკი ღვთის წყალობით ასეთი მსახურება გვაქვს, არ ვცხრებით,
2 თესალონიკელთა 3:3-5
მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისგან. ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ უფალში თქვენ გამო, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებთ, რაც გამცნეთ. დაე, უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულსა და ქრისტეს მოთმინებაში.
2 კორინთელთა 5:14-20
რადგან ქრისტეს სიყვარულით ვართ გარემოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ. ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. ამიტომ ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად; და თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ. მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა; ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია. ყოველივე ღვთისგან არის, რომელმაც იესო ქრისტეს მეშვეობით შეგვირიგა და მოგვცა შერიგების მსახურება. იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება, არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და მოგვცა შერიგების სიტყვა. ამგვარად, ჩვენ ქრისტეს ელჩები ვართ და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს.
მსგავსი თემები:
ნეტარებანი მოვალეობები მოყვასის მიმართ მოვალეობები მტრის მიმართ მადლი მიტევება ღვთის სასუფევლის მახასიათებლები