იერემია 27:5
მე შევქმენი ეს ქვეყანა, ადამიანი და პირუტყვი ქვეყნის ზედაპირზე ჩემი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით და იმას ვაძლევ, ვინც ამას იმსახურებს ჩემს თვალში.
იერემია 32:17
„ოჰ, უფალო ღმერთო! აჰა, შენ შექმენი ცანი და დედამიწა შენი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით, შეუძლებელი არაფერია შენთვის!
ესაია 40:26
ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს.
გამოსვლა 9:16
მაგრამ, იმისათვის გტოვებ, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რათა ეუწყოს მთელ დედამიწას ჩემი სახელი.
ფსალმუნეი 105:8
მაგრამ თავისი სახელის გამო იხსნა მან, რათა შეეცნოთ მისი ძლიერება.
რომაელთა 9:17
ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: „სწორედ ამისათვის დაგადგინე, რომ ჩემი ძალა ვაჩვენო შენზე და ჩემი სახელი განითქვას მთელს დედამიწაზე“.
ფსალმუნები 76:14
შენა ხარ ღმერთი, სასწაულმოქმედი; შენ გამოავლინე შენი ძლიერება ერებს შორის.
ფსალმუნები 110:6
უჩვენა თავის ხალხს თავის საქმეთა ძალა, როცა ერების მემკვიდრეობა მისცა მათ.
ფსალმუნები 62:2
ასე გიხილე საწმიდარში; ვიხილე შენი ძალა და დიდება შენი
გამოსვლა 14:31
იხილა ისრაელმა დიადი საქმე, რომელიც მოახდინა უფალმა ეგვიპტელებზე და შეეშინდა ხალხს უფლისა და ერწმუნნენ ისინი უფალს და მოსეს, მის მსახურს.
მარკოზის 9:1
უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ღმერთის სამეფოს, ძლიერებით მოსულს“.
ლუკას 1:35
მიუგო ანგელოზმა პასუხად: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.
რომაელთა 1:4
სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ – იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,
რომაელთა 1:20
ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა – ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.
რომაელთა 9:22
მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით იტანდა დასაღუპად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,
1 კორინთელთა 6:14
ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
2 კორინთელთა 13:4
რადგან, თუმცა უძლურებაში იყო ჯვარცმული, ცოცხალია ღვთის ძლიერებით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძლიერებით, მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.
ეფესელთა 3:7
სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი ღვთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალის მოქმედებით.
1 პეტრეს 1:5
ღვთის ძალით დაცულნო – რწმენის მეშვეობით – ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.
2 პეტრეს 1:3
ისე, როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისკენ მოგვიწოდა,
გამოცხადება 11:17
თქვეს: „გმადლობთ, შენ, უფალო, ყოვლისმპყრობელო ღმერთო, რომელიც ხარ და რომელიც იყავი, რადგან ხელთ იპყარ შენი დიდი ძალა და გამეფდი.
გამოცხადება 12:10
და გავიგონე დიდი ხმა, ცაში რომ ლაპარაკობდა: „დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, ცილს რომ სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე;
გამოცხადება 16:9
იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით და გმობდნენ ღვთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს წყლულებზე; და არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.
აბაკუმი 3:4
მზის სხივივით არის მისი ნათელი, შუქს ღვრის მისი ხელი, იქ იმალება მისი ძალა.