რიცხვნი 14:14
და ეტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებთ, რომლებმაც გაიგეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორის ხარ, რომ შენ, უფალი, პირისპირ ეცხადები მათ, შენი ღრუბელი ადგას თავზე, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით – ცეცხლოვან სვეტში;
რიცხვნი 16:3
შეიკრიბნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: „მეტისმეტს იღებთ თქვენს თავზე! რადგან წმიდაა მთელი თემი და უფალი მკვიდრობს მასში! რატომ აღზევდით თქვენ უფლის კრებულზე?“
რიცხვნი 35:34
ნუ წაბილწავთ ქვეყანას, რომელშიც იცხოვრებთ და რომელშიც მე ვივანებ, რადგან მე, უფალი, ვმკვიდრდები ისრაელიანთა შორის.
მეროე რჯული 7:21
არ თრთი მათ წინაშე, რადგან უფალი, შენი ღმერთია შენს შორის, ღმერთი დიადი და საშინელი.
მეორე რჯული 23:14
რადგან უფალი, შენი ღმერთი დადის ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები; ამიტომ წმიდა უნდა იყოს შენი ბანაკი, რომ რაიმე უწმიდური არ იხილოს მან შენში და ზურგი არ გაქციოს.
იესო ნავეს ძე 3:10
და თქვა იესომ: „ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და ის განდევნის თქვენი პირისაგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს.
იესო ნავეს ძე 22:31
უთხრა ფინხას ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენის ძეებს, გადის ძეებსა და მენაშეს ძეებს: „დღეს შევიტყვეთ, რომ ჩვენს შორისაა უფალი, რომ არ გიღალატიათ უფლისთვის და იხსენით ისრაელის ძენი უფლის ხელიდან.“
ფსალმუნები 45:5
ღმერთია მის შუაგულში; არ შეირყევა ქალაქი, გარიჟრაჟიდანვე შეეწევა მას ღმერთი.
მეორე რჯული 6:15
ვინაიდან უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენს შორის რომ არის, ეჭვიანია, არ აღინთოს უფლის, თქვენი ღმერთის რისხვა თქვენზე და არ მოგსპოთ მიწის პირისგან.
სოფონია 3:15
მოგაშორა უფალმა სასჯელი და განდევნა შენი მტრები. ისრაელის მეფე, უფალია შენს წიაღში და აღარ შეუშინდები უბედურებას.
სოფონია 3:17
უფალი, შენი ღმერთია შენს შორის; ძლევამოსილი მეომარი. სიხარულით გაიხარებს შენზე, თავისი სიყვარულით განგაახლებს და გალობით იზეიმებს შენზე.
იოველი 2:27
მიხვდებით, რომ ისრაელის წიაღში ვარ და მე, უფალი ვარ თქვენი ღმერთი! სხვა არავინაა! და არ შერცხვება ჩემი ხალხი საუკუნოდ.
მიქა 3:11
ქრთამით რომ სჯით სამართალს თავკაცნო და გასამრჯელოს საფასურად მოძღვრავთ მღვდლებო; ვერცხლზე მისნობთ წინასწარმეტყველნო, თანაც უფალს ეყრდნობით და ამბობთ: „განა ჩვენ შორის არ არისო უფალი? არ გვეწევა უბედურება!“
ლუკას 17:21
ვერ იტყვიან: აი, აქ არის, ან: იქ არისო. რადგან, აჰა, თვითონ თქვენშია ღმერთის სამეფო.“
რიცხვნი 11:20
არამედ მთელ თვეს, სანამ არ შეგზიზღდებათ და ნესტოებიდან არ გადმოანთხევთ, რადგან უარყავით უფალი, რომელიც თქვენ შორისაა და მოსთქვამდით მის წინაშე, რად გამოვედითო ეგვიპტიდან.“
ფსალმუნები 13:5
იქ შეკრთებიან დიდი შიშით, რადგან მართალთა თაობაშია ღმერთი.
ანგია 2:5
სიტყვა, რომელიც აღგითქვით ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლისას – სული ჩემი თქვენს შორისაა დავანებული: ნუ გეშინიათ!
გამოცხადება 21:3
და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან.
1 კორინთელთა 14:25
გამომჟღავნდება მისი გულის საიდუმლო და პირქვე დამხობილი თაყვანს სცემს ღმერთს და განაცხადებს: ჭეშმარიტად თქვენ შორის არისო ღმერთი!