ღმერთი პასუხობს ლოცვებს ბიბლიის მუხლები

მათეს 7:7-8
ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს – ღებულობს, ვინც ეძიებს – პოულობს და ვინც აკაკუნებს – გაეღება.

იოანეს 16:24
ჯერ ჩემი სახელით არაფერი გითხოვიათ. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.

იაკობის 1:5
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა

3 მეფეთა 3:5
ღამით სიზმარში უფალი გა­მოეცხადა გაბაონში სოლომონს და უთხრა ღმერთმა: „მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე!“

იობი 22:27
შეევედრები მას და მოგისმენს იგი და შეუსრულებ შენს დაპირებებს.

იერემია 29:12
მომიხმობთ და მოვალ, შემევედრებით და მოგისმენთ.

იობი 33:26
შესთხოვს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას, სიხარულით შეხედავს მის სახეს და სიმართლეს აღუდგენს კაცს.

ფსალმუნები 90:15
მომიხმობს და მეც ვუპასუხებ, მასთან ვიქნები გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.

ფსალმუნები 144:18
ახლოსაა უფალი ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყოველთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას.

ფსალმუნები 64:2
ლოცვის შემსმენელო, შენთან მოვა ყველა ხორციელი.

ზაქარია 13:9
ცეცხლში გავატარებ ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება და გამოვცდი, როგორც ოქრო გამოიცდება; მოუხმობენ ჩემს სახელს და მე ვუპასუხებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ხალხი! იტყვიან: უფალია ჩემი ღმერთი.

მათეს 7:11
მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.

იოანეს 14:13
რასაც ჩემი სახელით ითხოვთ, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.

იოანეს 14:14
თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, მე გავაკეთებ.

იოანეს 15:16
თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ.

იოანეს 16:23
„იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ.

იოანეს 15:7
თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ.

იაკობის 5:16
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას.

მათეს 21:22
და ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.

1 იოანეს 5:14-15
და აჰა, რა გაბედულება გვაქვს მის მიმართ, რომ როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. და როცა ვიცით, რომ გვისმენს იგი, რასაც კი ვთხოვთ, ვიცით, რომ გვაქვს, რაც ვითხოვეთ მისგან.

რომაელთა 10:12
და ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე; ის უხვია ყველასათვის, ვინც მოუხმობს მას.

ეფესელთა 3:20
ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ,