ღმერთი და ღარიბი ბიბლიის მუხლები

იობი 34:19
ვინ არ ელაქუცება მთავრებს და მდიდარს ღარიბზე მეტად არ თვლის, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი.

ფსალმუნები 9:18
ვინაიდან სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, არც ტანჯულთა იმედი დაიღუპება სამარადისოდ.

ფსალმუნები 68:33
რადგან უსმენს უფალი გაჭირვებულებს და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.

ესაია 41:17
ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ.

ფსალმუნები 139:12
ვიცი, რომ უფალი მოისმენს ჩაგრულის საჩივარს და ღარიბს სამართალს გაუჩენს.

იობი 36:15
ის იხსნის ტანჯულს მისივე ტანჯვით და თრგუნვისას ყურს უხსნის მათ.

ფსალმუნები 34:10
იტყვის ყოველი ძვალი ჩემი: „უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი სუსტს მძლავრისგან, ღარიბს და ღატაკს – მისი მძარცველისგან.“

ფსალმუნები 11:5
ჩაგრულთა დარბევისა და გაჭირვებულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, მივცემ შველას, ვისაც სწყურია იგი.

ფსალმუნები 108:31
რადგან მარჯვნივ დაუდგება ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმკითხველთაგან.

1 მეფეთა 2:8
მტვრიდან აღადგენს გლახაკს, სანაგვედან წამოაყენებს მათხოვარს, რათა დასვას დიდებულთა გვერდით; და დიდების ტახტი დაუმკვიდროს მას, რადგან უფლისგანაა დედამიწის საძირკველნი, და მათზე დააფუძნა სამყარო.

ფსალმუნები 106:41
ღარიბს კი გამოიყვანს სიღატაკიდან და ცხვრის ფარასავით მოაშენებს მის შთამომავალს.

ფსალმუნები 67:10
შენი სამწყსო დასახლდა იქ; ღმერთო, შენ განუმზადე სიკეთე ღარიბებს.

ფსალმუნები 145:7
ღასრულებს სამართალს ჩაგრულთათვის, საზრდოს აძლევს დამშეულთ, უფალი ათავისუფლებს ტყვეებს.

ფსალმუნები 101:17
მოხედავს მიტოვებულთა ლოცვას და არ უკუაგდებს მათ ვედრებას.

ფსალმუნები 13:6
გლახაკის იმედს დასცინეთ, მაგრამ ღმერთია მისი თავშესაფარი.