გეშინოდეს ღვთისა! ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 19:14
ნუ გაქირდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საცდურს, არამედ გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.

ლევიანნი 19:32
წამოდექი ჭაღარის წინაშე და პატივი ეცი მოხუცებულს; გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.

ლევიანნი 25:17
თუ მოატყუებთ ერთმანეთს, გეშინოდეთ თქვენი ღმერთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

მეორე რჯული 8:6
დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა იარო მისი გზებით და გეშინოდეს მისი.

ეკლესიასტე 5:7
ვინაიდან ფუჭია ოცნებათა და სიტყვათა სიმრავლე. ამიტომ გეშინოდეს ღვთისა.

ეკლესიასტე 12:13
ისმინე ყოველივე ამის დასკვნა: გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებანი, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის;

1 პეტრეს 2:17
ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.

გამოცხადება 14:7
დიდი ხმით ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს”.

მეორე რჯული 6:13
გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, მას ემსახურე და საფიცრად გქონდეს მისი სახელი.

მეორე რჯული 6:23
და ყველა ამ წესის აღსრულება გვიბრძანა უფალმა, რათა გვეშინოდეს უფლის, ჩვენი ღმერთის, კარგად ვიყოთ მუდამ და ვიცოცხლოთ, როგორც დღეს.

მეორე რჯული 10:12
ახლა რას ითხოვს უფალი, შენი ღმერთი შენგან, ისრაელ? მხოლოდ იმას, რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, დადიოდე მისი გზით, გიყვარდეს უფალი ღმერთი და ემსახურო მას მთელი შენი გულით და მთელი შენი არსებით;

იესო ნავეს ძე 4:24
რათა დედამიწის ყველა ხალხმა გაიგოს უფლის ხელის ამბავი, რადგან ძლიერია იგი და მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.

1 მეფეთა 12:24
ოღონდ გეშინოდეთ უფლის და ემსახურეთ მას ჭეშმარიტებითა და მთელი თქვენი გულით, რადგან ხედავთ, რა დიადი საქმეები მოიმოქმედა თქვენთვის.

ფსალმუნები 33:9
გეშინოდეთ უფლის, წმიდანნო მისნო, რადგან არაფერი მოაკლდება მის მოშიშთ.

იგავნი 3:7
ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.

ფსალმუნები 2:11
ემსახურეთ უფალს მოშიშებით, გიხაროდეთ და თრთოდეთ.

ესაია 8:13
ცაბაოთ უფალი შერაცხეთ წმიდად; ის იქნება თქვენი შიში და ის იქნება თქვენი ძრწოლა.

მათეს 10:28
ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. უფრო მეტად იმის გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია და სხეულისაც გეენაში.

გამოცხადება 15:4
ვინ არ შეშინდება, უფალო, და არ განადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ამიტომ ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდა შენი სამართალნი”.

ფსალმუნები 66:7
დაე, გვაკურთხოს ღმერთმა და დედამიწის კიდით-კიდემდე ეშინოდეთ მისი.

ფილიპელთა 2:12
ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად,

ნეემია 5:9
ვუთხარი: „არ არის კარგი თქვენი საქციელი! განა ჩვენი ღმერთის შიშით არ უნდა ცხოვრობდეთ, რომ არ შერცხვეთ წარმართებისა და ჩვენი მტრების თვალში?

იერემია 5:22
ჩემი არ გეშინიათ? ამბობს უფალი. არ თრთიხართ ჩემ წინაშე, რომელმაც ზღვას ქვიშა დავუდე საზღვრად, სამუდამო წესად, რომელსაც ვერ გადაუხვევს; თუმცა ბობოქრობენ მისი ტალღები, მაინც ვერ სძლევენ, ღრიალებენ, მაგრამ ვერ გასცდებიან მას.

1 პეტრეს 1:17
თუ მამას უწოდებთ იმას, ვინც მიუკერძოებლად, ყველას საქმეთა მიხედვით განიკითხავს, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი ხიზნობის დრო.

ებრაელთა 4:1
ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე მის სიმშვიდეში შესასვლელი აღთქმა რჩება, ვინმე თქვენგანი დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.

დანიელის 6:26
ამიერიდან ვბრძანებ, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში თრთოდნენ და ეშინოდეთ დანიელის ღმერთისა, რადგან ის არის ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთი; სამეფო მისი არ დაინგრევა და ხელმწიფება მისი უსასრულოა.

მიქა 6:9
ხმა უფლისა მოუხმობს ქალაქს, და ვინც ბრძენია – შეეშინდება შენი სახელის. გაიგონეთ ხმა არგნისა და მისი შემმართველისა.

სოფონია 3:7
ვამბობდი: მხოლოდ ჩემი გეშინოდეთ, მიიღეთ დარიგება, რომ არ განადგურდეს თქვენი სამკვიდრო და ჩემმა სასჯელმა გვერდი აგიაროთ-მეთქი. მაგრამ დილიდანვე ყოველმხრივ ბოროტებას სჩადიოდით.

ებრაელთა 12:28
ამიტომ ჩვენ, ვინც შეუძრავ სამეფოს ვღებულობთ, გამოვიჩინოთ მადლიერება, რომლითაც ვემსახურებით ღმერთს სათნოდ, მოწიწებითა და მოშიშებით.