რომაელთა 1:32
იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.
ლუკას 12:47
ის მონა კი, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგრად იგვემება.
რუთი 4:4
ვიფიქრე, შემეტყობინებინა შენთვის ეს ამბავი და მეთქვა: იყიდე ეს ნაკვეთი აქ მსხდომთა და ჩემი ხალხის უხუცესთა წინაშე. თუ გამოისყიდი, გამოისყიდე და თუ არ გამოისყიდი, მითხარი, რადგან არავის არა აქვს უფლება ის ნაკვეთი შენზე წინ გამოისყიდოს, შენ შემდეგ კი მე ვარ“. უთხრა მას ნათესავმა: „თანახმა ვარ, გამოვისყიდი“.
საქმეები 22:14
მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ დაგადგინა, რომ შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მისი ბაგიდან ისმინო ხმა.
ეზეკიელი 39:23
ერები გაიგებენ, რომ მისი ურჯულოების გამო განიდევნა ისრაელის სახლი; რომ მიღალატეს და მეც სახე ავარიდე მათ, მტრების ხელში ჩავყარე და ყველანი მახვილით მოისრნენ.
ოსია 9:7
დადგა სასჯელის დღეები, დადგა შურისგების დღეები. და გაიგებს ისრაელი, რომ დიდი ურჯულოებისა და მტრობის გამო გაუგუნურდა წინასწარმეტყველი და შეიშალა სულის კაცი.
იოანეს 1:10
იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი.
მათეს 27:18
ვინაიდან იცოდა, რომ შურით გადასცეს იგი.
მარკოზის 15:10
ვინაიდან იცოდა, რომ შურით გადასცეს იგი მღვდელმთავრებმა.
ლუკას 8:53
ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.
იოანეს 2:9
როცა თამადამ ღვინოდქცეული წყალი გასინჯა, მან კი არ იცოდა საიდან იყო ეს ღვინო, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი, ნეფეს დაუძახა მან
იოანეს 4:53
მამა მიხვდა, რომ ის დრო იყო ეს, როცა უთხრა იესომ: ცოცხალიაო შენი შვილი; და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.
იოანეს 18:21
მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი“.
საქმეები 2:30
მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა შეჰფიცა, მისი საზარდულის ნაყოფი დაესვა მის ტახტზე.
საქმეები 3:17
ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ, ისევე როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს.
საქმეები 5:2
და გადამალა საფასურიდან; ეს მისმა ცოლმაც იცოდა, რაღაც ნაწილი კი მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.
საქმეები 9:24
გაიგო სავლემ მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღე და ღამ კარიბჭესთან დარაჯობდნენ, რომ მოეკლათ იგი.
ეფესელთა 6:22
რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.
გამოსვლა 9:30
მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მსახურები“.
რიცხვნი 16:28
თქვა მოსემ: „ამით გაიგებთ, რომ უფალმა მომავლინა ამ საქმის გასაკეთებლად და არ მიმოქმედია ჩემი ნებით.
იოანეს 13:35
იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი“.
3 მეფეთა 17:24
უთხრა ქალმა ელიას: „ახლა კი ვიცი, რომ ღვთისკაცი ხარ და ჭეშმარიტია უფლის სიტყვა შენს ბაგეებში!“
დაბადება 8:11
მობრუნდა მასთან მტრედი საღამოჟამს და აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო უჭირავს ნისკარტით. და მიხვდა ნოე, რომ დამცხრალიყო წყალი დედამიწაზე.
დაბადება 9:24
გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოექცა მას უმცროსი ძე.
რიცხვნი 22:2
იხილა ბალაკმა, ციფორის ძემ, ყველაფერი, რაც ისრაელმა დამართა ამორელებს.
მეორე რჯული 31:27
რადგან ვიცი თქვენი სიჯიუტე და ქედმაგრობა: აჰა, რაც ცოცხალი ვარ, სულ ჯიუტობთ უფლის წინაშე და ჩემი სიკვდილის შემდეგ რაღას იზამთ?
იერემია 44:15
მაშინ კაცებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ უცხო ღმერთებს უკმევდნენ მათი ცოლები, იქ შეყრილ ქალთა დიდმა ბრბომ და ზემო და ქვემო ეგვიპტეში დასახლებულმა მთელმა ხალხმა, ასე მიუგო იერემიას: