მთავარითემები „ე"ეკლესიის მისია

ეკლესიის მისია

33 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 15:16
    თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ.
  2. მათეს 9:37-38
    მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში”.
  3. ლუკას 10:1-12
    ამის შემდეგ სხვა სამოცდაათი ამოარჩია უფალმა და ორ-ორი მიავლინა წინასწარ, ყველა იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა. უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი - ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში. წადით! აჰა, მე გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. არც ქისა წაიღოთ თან, არც აბგა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. რომელ სახლშიც შეხვალთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს! თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც ექნებათ, ვინაიდან მუშა ღირსია თავისი საზღაურისა. ერთი სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ. რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რასაც შემოგთავაზებენ. განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: მოგიახლოვდათ-თქო ღმერთის სამეფო. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: თქვენი ქალაქის მტვერს, ფეხებზე რომ მოგვეკრო, ვიბერტყავთ თქვენს წინაშე; ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ-თქო ღმერთის სამეფო. გეუბნებით, სოდომისთვის უფრო ასატანი იქნება ის დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის.
  4. ლუკას 10:17-19
    სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და ამბობდნენ: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან”. მან კი უთხრა მათ: „ვუყურებდი სატანას ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, გაძლევთ თქვენ ძალაუფლებას გველთა, მორიელთა და მტრის ყოველგვარი ძალის დასათრგუნად; თქვენ კი არაფერი გევნებათ.
  5. იოანეს 20:21-22
    ხელახლა უთხრა მათ იესომ: „მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც ისე მიგავლენთ თქვენ”. ეს რომ თქვა, შეუბერა და თქვა: „მიიღეთ სულიწმიდა.
  6. იოანეს 17:18
    როგორც შენ მომავლინე წუთისოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი წუთისოფელში.
  7. საქმეები 1:8
    არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.
  8. ლუკას 24:47-49
    და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში. თქვენ კი ამის მოწმენი ხართ. და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით.
  9. საქმეები 4:31
    და შეიძრა ის ადგილი მათი ლოცვისას, სადაც შეკრებილიყვნენ, ყველანი სულიწმიდით აღივსნენ და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღმერთის სიტყვას.
  10. მათეს 28:18-20
    მოვიდა მათთან იესო და უთხრა: „მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!
  11. საქმეები 2:41-42
    ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა და სამი ათასამდე სული შეემატათ იმ დღეს. და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი.
  12. საქმეები 16:14-15
    გვისმენდა იქ ერთი ღვთისმოშიში დედაკაცი, ქალაქ თიატირიდან, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკების მოსასმენად. ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გვთხოვა: „თუ უფლის მორწმუნედ მთვლით, მოდით, ჩემს სახლში და დარჩით”. და დაგვიყოლია.
  13. საქმეები 18:8
    ხოლო კრისპოსმა, სინაგოგის მთავარმა მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, სიტყვა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.
  14. რომაელთა 10:14-15
    მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!
  15. 1 იოანეს 1:2-3
    რადგან სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ, ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა; რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რომ თქვენც გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.
  16. ლუკას 9:1-6
    მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, და სნეულებათა განსაკურნებლად. მიავლინა ისინი ღმერთის სამეფოს საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნად. უთხრა მათ: „გზაში არაფერი წაიღოთ, არც კვერთხი, არც ფუთა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი იქონიოთ. რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ. ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი დაიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად”. გამოვიდნენ და სოფელსოფელ სიარული იწყეს; ყველგან ახარებდნენ და კურნავდნენ.
  17. საქმეები 20:24
    მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი დავასრულებდე ჩემს სარბიელსა და მსახურებას, უფალ იესოსგან რომ მივიღე, რათა დავამოწმო ღვთის მადლის სახარება.
  18. მათეს 10:5-8
    ეს თორმეტი გაგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა: „წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ; არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სამეფო. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
  19. მარკოზის 16:15-20
    უთხრა მათ: „წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება. მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან და ახალი ენებით ილაპარაკებენ. გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან”. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღმერთის მარჯვნივ. ისინი კი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი ნიშნებით.
  20. საქმეები 8:40
    ფილიპე კი აღმოჩნდა აშდოდში, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა.
  21. რომაელთა 15:16
    რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.
  22. რომაელთა 15:20
    თანაც, ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა,
  23. ლუკას 24:48
    ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი.
  24. იოანეს 15:26-27
    როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე. თქვენც დაამოწმებთ, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.
  25. საქმეები 4:20
    ვინაიდან არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც გვიხილავს და მოგვისმენია”.
  26. ეფესელთა 3:10-11
    რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს მმართველობებს და ხელისუფლებებს ზეცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე. საუკუნო განზრახვით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში,
  27. იოანეს 15:8
    ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და იქნებით ჩემი მოწაფენი.
  28. 1 პეტრეს 2:12
    კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.
  29. მათეს 24:14
    და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
  30. მარკოზის 13:10
    მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.
  31. საქმეები 11:19-21
    სტეფანეს გამო დაწყებული დევნით დაფანტულები, ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე მივიდნენ; თუმცა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას, იუდეველთა გარდა. თუმცა ზოგიერთი კვიპროსელთაგან და კვირინელთაგან, ანტიოქიაში მისვლისას გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ახარებდა უფალ იესოს. უფლის ხელი იყო მათთან, ძალიან ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისკენ.
  32. საქმეები 13:1-3
    ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მოძღვრები: ბარნაბა და სიმონი, ნიგერი რომ ერქვა, ლუციუს კვირინელი და მანაინი - მეოთხედმთავარ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე. უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”. მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
  33. საქმეები 15:40-41
    ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.41დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.

← ყველა თემა „ე"-ზე

Close
Close