ჭამა მეტაფორულად – ბიბლიური ციტატები

იოანეს 6:50
ხოლო ეს არის პური, რომელიც ზეციდან გადმოვიდა და ვინც შეჭამს მას, არ მოკვდება.

გამოცხადება 3:20
აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. და მექნება სერობა მასთან და მას ჩემთან.

ფსალმუნები 13:4
ნუთუ ვერ შეუგნიათ უწესობის ჩამდენთ, ჩემი ხალხის პურივით მჭამელთ, უფალს რომ არ უხმობენ?

ფსალმუნები 140:4
არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვისაკენ, ბოროტ საქმეთა ჩასადენად ურჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათი სუფრიდან!

იგავნი 1:29-31
რაკი მოიძულეს ცოდნა და უფლის შიში არ ირჩიეს, არ ინდომეს ჩემი რჩევა, მოიძულეს ყველა ჩემი შეგონება, – იგემებენ თავიანთი გზის ნაყოფს და თავიანთი ბოროტი ზრახვებით გაძღებიან.

ესაია 55:1-2
წყლებთან მოდით მწყურვალნო! თქვენც უვერცხლონო, მოდით, მიიღეთ საჭმელი და ჭამეთ. მოდით და მიიღეთ ღვინო და რძე უვერცხლოდ და უსასყიდლოდ. რატომ უწონით ვერცხლს იმაში, რასაც პურს ვერ დაარქმევ? რატომ აძლევთ თქვენი კირთებით ნაშოვნს იმაში, რაც მაწიერი არ არის? მე თუ მომისმენთ, ნუგბარს შეჭამთ, და სიმსუყეში განცხრება თქვენი სული.

ეზეკიელი 3:1-3
და მან მითხრა მე: ადამის ძევ, შეჭამე, რასაც შენს წინ ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს. და გავაღე მე პირი და მან შემაჭამა ის გრაგნილი. და მითხრა მე: ადამის ძევ, გამოკვებე შენი მუცელი და გაავსე შენი სტომაქი ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. და მე შევჭამე ის, და მეტკბო პირში, როგორც თაფლი.

მიქა 3:1-3
და ვთქვი მე: ისმინეთ, იაკობის სახლის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა თქვენი ვალი არაა სამართლის ცოდნა? თქვენ კი სიკეთე გძულთ და ბოროტება გიყვართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ. როცა ჭამენ ჩემი ხალხის ხორცს, ტყავს ხდიან, მათ ძვლებს ამტვრევენ და აქუცმაცებენ, როგორც ქოთანში, და ხორცს, როგორც ქვაბში ჩასაყრელად.

გამოცხადება 2:7
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რასაც სული ეუბნება ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, მას ვაჭმევ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც ღმერთის სამოთხეშია.’

გამოცხადება 10:9
მივედი ანგელოზთან და ვუთხარი: „მომეცი გრაგნილი.“ და მითხრა: „აიღე და შეჭამე; მწარე იქნება ის შენს მუცელში, მაგრამ შენს პირში – თაფლივით ტკბილი.“

გამოცხადება 17:16
ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი – ისინი შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ,

გამოცხადება 19:17-19
და ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. და დაიყვირა დიდი ხმით და უთხრა ყოველ ფრინველს, რომელიც კი დაფრინავდა ზეცაში: „მოდით, შემოკრბით ღმერთის დიდ სერობაზე, რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, დიდისა და პატარის ხორცი.“ ვიხილე მხეცი და დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარი შეკრებილი, რათა შებმოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს.