ბედნიერება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 36:4
უფალი იყოს შენი სიხარული, ის აგისრულებს გულის საწადელს.

ესაია 12:2-3
აჰა, ღმერთია ჩემი მხსნელი! მას მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან უფალია ჩემი ძლიერება, ის არის ჩემი ძალა! ის არის ჩემი მხსნელი. და თქვენ სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.

2 კორინთელთა 12:10-11
ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. რადგან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი. უგუნური შევიქენი, თქვენ მაიძულეთ ეს. თქვენ გმართებდათ ჩემი ქება, რადგან არაფრით ჩამოვუვარდები აღმატებულ მოციქულებს, თუმცა არარა ვარ.

3 მეფეთა 10:8
ბედნიერია შენი ხალხი. ბედნიერები არიან ეს შენი მსახურნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს.

იგავნი 23:24
ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.

3 მეფეთა 4:20
ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი.

ლუკას 1:14
გექნება შენ სიხარული და მხიარულება და მრავალი გაიხარებს მისი შობით.

1 ტიმოთეს 6:17
ამ საუკუნის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად,

ფსალმუნები 126:3-5
აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.

მათეს 5:8
ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.

1 პეტრეს 4:13
არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას.

მეორე რჯული 33:29
ნეტარი ხარ შენ, ისრაელ! ვინ შეგედრება? შენ, ერო, გამოხსნილო უფლის მიერ, რომელიც შენი შეწევნის ფარია, და შენი ბრწყინვალების მახვილი! შენი მტრები ფეხქვეშ გაგეგებიან, და შენ გათელავ მათ გორაკებს.”

იგავნი 16:20
საქმეში ფრთხილი სიკეთეს ჰპოვებს, უფალს მინდობილი ბედნიერია.

ფსალმუნები 36:4-13
უფალი იყოს შენი სიხარული, ის აგისრულებს გულის საწადელს. წარმართე უფლისკენ შენი სავალი გზა, მიენდე მას და ის აღასრულებს. გამოავლენს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს – შუადღესავით. დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს. მოეშვი რისხვას და მიატოვე გულისწყრომა! ნუ გამძვინვარდები, არ გაბოროტდე. რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან, ხოლო უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. კიდევ ცოტა, და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იქ. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. ავი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ. მაგრამ უფალი დასცინის მას, ვინაიდან ხედავს, რომ მოდის მისი დღე.

1 თესალონიკელთა 3:9
როგორი მადლობა შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისათვის ყველა იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ თქვენით ჩვენი ღმერთის წინაშე,

იერემია 15:16
შევიგნე მე შენი სიტყვები და შევითვისე ისინი; შენი სიტყვები შვებად მექცა და გულის სიხარულად, რადგან შენი სახელით ვიწოდები მე, უფალო, ცაბაოთ ღმერთო.

ფსალმუნები 91:4
რადგან შენ გამახარე, უფალო, შენი საქმეებით, შენს ხელთა საქმეს ვუმღერებ ლხენით.

ფილიპელთა 4:4
იხარეთ უფალში მარადის. კიდევ ვიტყვი: იხარეთ!