2 მეფეთა
81 ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, დაიმორჩილა ისინი და წაართვა დავითმა ფილისტიმელებს მათეგ ამა. 2 და დაამარცხა მოაბიც, მიწაზე წააწვინა ისინი და საბლით გაზომა: ორი საბელი დასახოცად გადაზომა, ერთი მთელი საბელი –ცოცხლად დასატოვებლად. და გახდნენ მოაბელები დავითის მორჩილნი და მოხარკე მსახურნი. 3 და დაამარცხა დავითმა ჰადად-ყეზერი რეხობის ძე, ცობას მეფე, როცა იგი მდინარეზე ბატონობის დასაბრუნებლად მიდიოდა. 4 და წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი ცხენოსანი და ოცი ათასი ქვეითი. და ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ ასი ეტლისთვის დაიტოვა მათგან. 5 და მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადად-ყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორი ათას კაცს. 6 და დააყენა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და გახდნენ არამელები დავითის მსახურნი და მოხარკენი. და ყველგან, სადაც კი მიდიოდა, უფალი შაეეწეოდა დავითს. 7 და აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადად-ყეზერის მსახურთ რომ ჰქონდათ, და იერუსალმში მოიტანა. 8 დიდძალი სპილენძი წამოიღო დაივთმა ბეტახიდან და ბეროთიდან, ჰადად-ყეზერის ქალაქებიდან, 9 და შეიტყო თოყიმ, ხამათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადად-ყეზერს, 10 და გაგზავნა თოყიმ თავისი ძე იორამი დავითთან მოსაკითხავად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადად-ყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ჰადად-ყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი. 11 ეს ჭურჭელიც შესწირა მეფე დავითმა უფალს იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს რომ წაართვა – 12 არამს, მოაბს, ყამონის ძეთ, ფილისტიმელებს, ყამალეკს, აგრეთვე ჰადად-ყეზერ რეხობის ძეს, ცობას მეფეს. 13 გაითქვა სახელი დავითმა თვრამეტი ათასი არამელის დამარცხების შემდეგ მარილოვან ველზე. 14 და დააყენა ედომოში ხელისუფალნი, მთელს ედომოში დააყენა ხელისუფალნი, და გახდა მთელი ედომი დავითის მსახური. და უფალი შეეწეოდა დავითს, სადაც კი წავიდოდა. 15 და მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა მთელს თავის ხალხს. 16 იოაბ ცერუიას ძე ჯარს სარდლობდა და იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო. 17 ცადოკ ახიტუბის ძე, და ახიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია – მწერალი; 18 და ბენიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განმგებლობდა, დავითის შვილები ეზოს მოძღვრები იყვნენ.