მთავარი › ბიბლია › 2 მეფეთა

ძველი აღთქმა · 2 მეფეთა

2 მეფეთა 23:1-7

1 ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა მაღლით დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმოვანმა მგალობელმა: 2 „უფლის სული მეტყველებს ჩემი პირით; და ჩემს ენაზეა მისი სიტყვა. 3  მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებსო ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს 4 და იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, ნათება ნაწვიმარზე, მიწიდან აბიბინებული ბალახი. 5 განა ასეთი არ არის ჩემი სახლი ღმერთის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ მოდის ჩემი შველა? განა მისით არ მისრულდება ჩემი ნატვრა? 6 უკეთურნი ეკლებივით აღმოიფხვრებიან, ხელით რომ არ აიღება. 7 ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.“

2 მეფეთა — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
Close
Close