2 საღამო ჟამს ადგა დავითი თავისი მოსასვენებლიდან და სამეფო სახლის ერდოზე იწყო სეირნობა. და იქიდან დაინახა ბაღში მობანავე ქალი. ქალი ძალზე მშვენიერი იყო. 3 და გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: „ის არის ბათშებაყი, ელიყამის ასული, ცოლი ურია ხეთელისა.“ 4 და გააგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. და მოვიდა ქალი. და დაწვა დავითი მასთან და როცა განიწმიდა ქალი თავისი უწმიდურებისაგან, დაბრუნდა თავის სახლში.