დაბადება 25:21
და ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისათვის, რადგან ბერწი იყო იგი. და ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
ესაია 54:1
„იხარე, ბერწო, ვისაც არასდროს არ გიშობია, შემოსძახე სიმღერა და იმხიარულე, უტანჯველო მშობიარობით, რადგან მარტოხელას ძენი მეტნი იქნებიან, ვიდრე ქმრიანის ძენი,” – ამბობს უფალი. –
დაბადება 29:31
და როცა დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა, გახსნა მისი საშო. რახელი კი უნაყოფო იყო.
დაბადება 30:1
და დაინახა რახელმა, რომ ვერ უშვა იაკობს, და შეშურდა თავისი დისა და უთხრა იაკობს: „მომეცი შვილები. თუ არა და, მოვკვდები.”
ფსალმუნები 112:9
რომელიც ბერწს დაამკვიდრებს სახლში, რათა იყოს შვილებით ბედნიერი დედა. ალელუია!
გალატელთა 4:27
რადგან დაწერილია: „იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს.”
დაბადება 11:30
და იყო სარაი ბერწი, და არ ჰყავდა შვილი.
დაბადება 30:22
და გაიხსენა ღმერთმა რახელი და ისმინა ღმერთმა მისი ვედრება და გახსნა მისი საშო.
ესაია 54:1-5
„იხარე, ბერწო, ვისაც არასდროს არ გიშობია, შემოსძახე სიმღერა და იმხიარულე, უტანჯველო მშობიარობით, რადგან მარტოხელას ძენი მეტნი იქნებიან, ვიდრე ქმრიანის ძენი,” – ამბობს უფალი. – „გააფართოვე ადგილი შენი კარვისა და ფარდები შენი საცხოვრებლისა დაჭიმე; ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი საბელები და შენი პალოები გაამაგრე, რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი და შენი თესლი ხალხებს დაიპყრობს. და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებს. ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები და არ გაწბილდები, რადგან აღარ შეგრცხვება, რადგან სიყმაწვილის სირცხვილს დაივიწყებ და შენი ქვრივობის უპატიობას აღარ გაიხსენებ. რადგან შენი ქმარი შენი შემქმნელია, უფალი ცაბაოთია მისი სახელი. და შენი მხსნელი – ისრაელის წმიდა – მთელი ქვეყნის ღმერთად იწოდება.
ლუკას 1:37
რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.
ლუკას 23:29
რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ‘ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!’
ებრაელთა 11:11
რწმენით მიიღო სარამაც, უნაყოფომ, ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
რომაელთა 4:20
მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.
მეორე რჯული 7:14
კურთხეულ იქნები ყველა ხალხზე მეტად. არ იქნება არც შენში და არც შენს საქონელში უნაყოფო მამრი ან მდედრი.
მსაჯული 13:2-3
და იყო მაშინ ერთი კაცი ცორყადან, დანის ტომიდან, და სახელად მანოახი ერქვა; და ცოლი ბერწი ჰყავდა, შვილს ვერ აჩენდა. და გამოეცხადა უფლის ანგელოზი ამ ქალს და უთხრა მას: „აჰა, შენ, ბერწი ხარ და შვილი არ გაგიჩენია, მაგრამ დაორსულდები და ვაჟს გააჩენ.
გამოსვლა 23:26
არ იქნება მუცელმოწყვეტილი ან ბერწი დედაკაცი შენს მიწაზე. შენს დღეთა რიცხვს აღვავსებ.
იგავნი 30:16
შავეთი და უნაყოფო საშო, ქვეყანა, რომელიც ვერ ძღება წყლით, და ცეცხლი, რომელიც არ ამბობს: „კმარა!”
2 მეფეთა 6:23
და მიქალს, საულის ასულს, შვილი არ ჰყოლია სიკვდილის დღემდე.
ფსალმუნები 54:22
მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას.
ფსალმუნები 26:14
მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული, და გქონდეს უფლის იმედი.
დაბადება 20:18
რადგან დახშული ჰქონდა უფალს აბიმელექის სახლში ყოველი საშო აბრაამის ცოლის, სარას, გამო.
ფსალმუნები 118:81-83
დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული. შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვამბობ: „როდის მანუგეშებ მე?” ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, და მაინც შენი წესები არ დავივიწყე.
ლუკას 23:26-31
როცა იგი მიჰყავდათ, გზაში დაიჭირეს მინდვრიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი, და აჰკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ. მისდევდნენ მას დიდძალი ხალხი და დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო. იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: „იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ. რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ‘ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!’ მაშინ ეტყვიან მთებს: ‘დაგვემხეთ ზედ!’ და ბორცვებს: ‘დაგვფარეთ ჩვენ!’ ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?”
ესაია 66:9
მივაღწევინებ მშობიარობამდე და არ ვამშობიარებ?” – ამბობს უფალი. – „მე შემიძლია გამოვიწვიო და შევწყვიტო შობა!” – ამბობს შენი ღმერთი. –
ლუკას 1:13
უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილია შენი ლოცვა, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს.
დაბადება 21:1
და უფალმა მოხედა სარას, როგორც თქვა, და გააკეთა უფალმა სარასთვის, როგორც ამბობდა.