უკმაყოფილება – ბიბლიური ციტატები

გამოსვლა 15:22-24
აჰყარა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან, და გავიდნენ შურის უდაბნოში. და იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი. მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის წყალი. ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა. და შესჩივლა ხალხმა მოსეს: „რა დავლიოთ?“

გამოსვლა 16:2
და ებუზღუნებოდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესა და აარონს უდაბნოში.

რიცხვნი 14:2
და დრტვინავდა ყოველი ისრაელიანი მოსეზე და აარონზე, და უთხრა მათ მთელმა თემმა: „ნეტავ დავხოცილიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, ან ნეტავ ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით!

ფსალმუნები 105:24-26
შემდეგ კი დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს სიტყვები მისი. დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას. მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში

იგავნი 27:20
როგორც შავეთი და ჯოჯოხეთი ვერ გაძღება, ისე – კაცის თვალი.

იგავნი 30:15-16
წურბელას ორი ასული ჰყავს: „მომე, მომე!“ ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არასდროს იტყვიან: „კმარა“ შავეთი და უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არასდროს არ ამბობენ: „კმარა!“

ეკლესიასტე 1:8
ყოველი საქმე მომქანცველია, უფრო მეტად, ვიდრე სიტყვას ძალუძს ამის გამოთქმა; თვალი ვერასდროს ძღება ხილვით, და ვერც ყური ივსება სმენით.

ეკლესიასტე 4:8
ესენი არიან მარტოხელანი: არც ძე ჰყავთ, არც ძმა, ბოლო კი არ უჩანს მათ ჯაფას, მაგრამ მათი თვალი ვერ ძღება სიმდიდრით. „ვისთვისა ვშრომობ“, კითხულობენ ისინი, „და რისთვის ვაკლებ ჩემს სულს სიამეს?“ – ესეც ამაოებაა და ფუჭი საქმე.

ეკლესიასტე 5:10
ვერცხლისმოყვარე ვერ გაძღება ვერცხლით, და ვერც ფუფუნების ტრფიალი აღივსებს საწყაულს. ესეც – ამაოებაა!

მარკოზის 14:3-5
და როდესაც ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვანის სახლში, და ინახად იჯდა, მივიდა ქალი, რომელსაც ალაბასტრონის ჭურჭლით ძვირად ღირებული ნარდის სუფთა ნელსაცხებელი ჰქონდა, გატეხა ალაბასტრონი და თავზე დაასხა მას. იყვნენ იქ ზოგიერთნი, რომლებიც აღშფოთებით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: „ასე რად დაიხარჯა ნელსაცხებელი? ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა სამას დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგება?“ და კიცხავდნენ მას.

ლუკას 12:15
უთხრა მათ: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეში არ არის.“

საქმეები 6:1
იმ დღეებში, როდესაც მოწაფეების რიცხვი იზრდებოდა, ბერძნულად მოლაპარაკეებმა დაიწყეს ჩივილი ებრაელთა წინააღმდეგ, რომ მათი ქვრივების უგულებელყოფა ხდებოდა ყოველდღიური მომსახურებისას.

1 კორინთელთა 10:10
არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთები დრტვინავდნენ და დაიღუპნენ შემმუსვრელისაგან.

იუდა 1:14-16
მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით, რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი. ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და – ანგარების გამო – პირფერნი.

ებრაელთა 13:5
ვერცხლის უყვარულნი იყავით და იმას დასჯერდით, რაც გაქვთ, რადგან მან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ.“

1 ტიმოთეს 6:6-10
დიდად სასარგებლოა ღვთისმოსაობა და მცირედით კმაყოფილება. რადგან არაფერი მოგვიტანია ქვეყნად და ვერც ვერაფერს წავიღებთ. ამიტომ თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას. ხოლო გამდიდრების მსურველნი განსაცდელსა და მახეში ვარდებიან, მრავალ უგუნურ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც განადგურებისა და დაღუპვისაკენ უბიძგებენ ადამიანს. რადგან ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი აწვნიეს.

1 თესალონიკელთა 5:18
ყველაფერში მადლიერნი იყავით, რადგან ეს არის თქვენს მიმართ ღმერთის ნება ქრისტე იესოში.

ფსალმუნები 36:4
უფალი იყოს შენი სიხარული, ის აგისრულებს გულის საწადელს.