უბიწობა ბიბლიის მუხლები

1 თესალონიკელთა 4:3
რადგან ღმერთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ გარყვნილებას,

მათეს 5:28
მე კი გეუბნებით, რომ ყველამ, ვინც ქალს გულისთქმით შეხედა, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.

1 კორინთელთა 7:7-9
რადგან მსურს, რომ ყოველი ადამიანი იყოს ისე, როგორც მე ვარ, მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისაგან, ზოგს ასეთი და ზოგს ისეთი. ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ. მაგრამ თუ თავს ვერ ფლობენ, დაე, იქორწინონ, რადგან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე აღიგზნებოდნენ.

რომაელთა 13:13
მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით,

საქმეები 15:20
არამედ მივწეროთ მათ, რომ ერიდონ კერპებით შებილწულს, მრუშობას, დამღრჩვალს და სისხლს.

1 კორინთელთა 10:8
ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძაობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა.

გამოცხადება 2:14
მაგრამ მცირე რამ მაქვს შენს წინააღმდეგ, რადგან გყავს იქ, ვისაც უჭირავს მოძღვრება ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს და აცდუნა ისრაელის შვილები, რათა ეჭამათ ნაკერპავი და ემრუშათ.

1 კორინთელთა 6:18
განეშორეთ სიძვას. ყველა სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი ჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.

ეფესელთა 5:3
სიძვა და ყოველგვარი უწმიდურება ან ანგარება არც კი იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით.

1 კორინთელთა 5:9-11
წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა უზნეო ხალხთან. არა მარტო ამა ქვეყნის გარყვნილებთან ან ხარბებთან, მტაცებლებთან ან კერპთაყვანისმცემლებთან, რადგან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით ქვეყნიერებას. არამედ გწერდით, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ უზნეოა, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. არც კი ჭამოთ ასეთთან ერთად.

გამოსვლა 20:14
არ იმრუშო.

კოლოსელთა 3:5-6
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა. რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის,

გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა. ესენია: გარყვნილება, უწმიდურება, თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, თავკერძოება, უთანხმოებანი, განხეთქილება, შური, ლოთობა, გაუმაძღრობა და ამათი მსგავსი. წინასწარ გეუბნებით, როგორც ადრეც მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღმერთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

ფსალმუნები 50:10
წმიდა გული შეჰქმენ ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განმიახლე ჩემს სხეულში.

ფსალმუნები 118:10
მთელი გულით გეძიებ შენ; ნუ გადამახვევინებ შენს მცნებათაგან!

2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სამართლიანობას, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.

1 პეტრეს 2:11
საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს, განეშორეთ ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან.

გამოცხადება 14:1-5
და ვიხილე და აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან 144 ათასი, რომელთაც შუბლზე აქვთ წარწერილი მისი სახელი და მისი მამის სახელი. და მომესმა ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა. და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, თავიანთ ქნარებზე რომ უკრავენ. ისინი გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე. და არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა დედამიწისაგან გამოსყიდული 144 ათასისა. ეს ისინი არიან, რომლებიც არ შებილწულან დედაკაცებთან, რადგან ქალწულები არიან. ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს. ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფნი ღმერთისა და კრავისათვის. და არ აღმოჩნდა მათ ბაგეში სიცრუე. უბიწონი არიან ისინი.

მარკოზის 10:10-11
სახლში ყოფნისას მოწაფეები კვლავ შეეკითხნენ ამაზე. და ეუბნება მათ: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ.

ლევიანნი 18:20
შენი მოყვასის ცოლთან არ დაწვე თესლის დასაღვრელად, რადგან გაუწმიდურდები მისით.

ლევიანნი 20:10
ვინც იმრუშებს თავისი მოყვასის ცოლთან, ორვე სიკვდილით უნდა მოიკლას, მრუში მამაკაციც და მრუში დედაკაციც.

რომაელთა 2:22
ქადაგებ: არ მოიპაროო და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო და მრუშობ? კერპები გძაგს და მაინც მკრეხელობ?