მთავარითემები „თ"თვინიერება

თვინიერება

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 5:5
    ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
  2. ტიტეს 3:1-2
    შეახსენე მათ - დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის. არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი და მუდამ თვინიერნი ყველა ადამიანის მიმართ.
  3. სოფონია 3:2
    ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც ასრულებთ მის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს.
  4. იგავნი 16:19
    ჯობია თავმდაბლობის სული გქონდეს და მდაბიოებთან იყო, ვიდრე ამაყებთან იყოფდე ნადავლს.
  5. 1 პეტრეს 3:4
    არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.
  6. ფსალმუნები 36:11
    თავმდაბალნი კი ქვეყანას დაიმკვიდრებენ და დიდი მშვიდობით დაამდებიან.
  7. 1 პეტრეს 5:5-6
    ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს. მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ თქვენ.
  8. ფსალმუნები 24:9
    თავმდაბალთ სამართალში მიუძღვის და თავის გზას ასწავლის მორჩილთ.
  9. ფსალმუნები 68:32
    ნახონ მოკრძალებულებმა და გაიხარონ, გაცოცხლდეს გული თქვენი, მაძიებელნო ღმრთისა.
  10. ფსალმუნები 146:6
    გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე.
  11. ესაია 66:2
    ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი!” - ამბობს უფალი. „აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის.
  12. სოფონია 3:11-12
    აღარ შეგრცხვება იმ დღეს ყველა შენი საქმის გამო, რითაც მიჯანყდებოდი, რადგან მაშინ მოვაშორებ შენი წიაღიდან ამპარტავნებსა და ქედმაღლებს, რომ აღარ იამპარტავნო ჩემს წმიდა მთაზე; დავტოვებ შენს წიაღში თავმდაბალსა და თვინიერ ხალხს და უფლის სახელში ჰპოვებენ თავშესაფარს ისინი.
  13. იაკობის 4:6
    თუმცა, უფრო მეტ მადლსაც იძლევა; ამიტომაც ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს”.
  14. რიცხვნი 12:3
    მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.

← ყველა თემა „თ"-ზე

Close
Close