ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი და თავმდაბალი
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 137:6
ამაღლებულია უფალი, მაგრამ ხედავს თავმდაბალს; მედიდურს კი, შორიდანვე ცნობს.
-
ესაია 57:15
ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: „მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული.
-
ესაია 66:2
ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი!“ – ამბობს უფალი. „აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის.
-
იობი 22:29
რადგან ამდაბლებს ამაყად მოლაპარაკეს, თვალდახრილს კი იხსნის!
-
იაკობის 4:6
თუმცა, უფრო მეტ მადლსაც იძლევა; ამიტომაც ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
-
1 პეტრეს 5:5
ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
-
ფსალმუნები 24:9
თავმდაბალთ სამართალში მიუძღვის და თავის გზას ასწავლის მორჩილთ.
-
სოფონია 3:12
დავტოვებ შენს წიაღში თავმდაბალსა და თვინიერ ხალხს და უფლის სახელში ჰპოვებენ თავშესაფარს ისინი.
-
ლუკას 1:48
რადგან მოხედა თავისი მხევლის თავმდაბლობას და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის ყოველი თაობა.
-
სოფონია 2:3
ეძიეთ უფალი, ყოველნო თავმდაბალნო ქვეყნიერებისა, რომლებიც აღასრულებდით მის სამართალს; ეძიეთ სიმართლე და ეძიეთ თავმდაბლობა, იქნებ დაემალოთ უფლის რისხვის დღეს.