ფსალმუნები 4:5
შესწირეთ სიმართლის შესაწირნი და მიენდეთ უფალს.
ფსალმუნები 50:19
მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირებს და სრულადდასაწველებს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.
4 მეფეთა 5:17
თქვა ნაყამანმა: „თუ ასეა, გთხოვ, მისცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს სრულადდასაწველი მსხვერპლი შენმა მსახურმა.
ესაია 36:7
და თუ იმას მეტყვი – უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო! – ეს ის ღმერთი ხომ არ არის, მაღლობებისა და სამსხვერპლოების მოშორების შემდგომ რომ უთხრა ხიზკიაჰუმ იუდასა და იერუსალიმს – მხოლოდ ამ სამსხვერპლოს წინაშე ეცითო თაყვანი!
ფილიპელთა 2:17
მაგრამ, თქვენი რწმენის მსხვერპლად და სამსახურადაც რომ დავიღვარო, მიხარია და თანაზიარი ვარ თქვენი სიხარულისა.
ებრაელთა 9:23
მაშასადამე, ხატებანი იმისა, რაც ზეცაშია, უნდა განწმედილიყვნენ ამით, თვით ზეციერნი კი ამაზე უმჯობესი მსხვერპლებით.
ებრაელთა 9:26
მაშინ მას წუთისოფლის დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ის კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით აღეკვეთა ცოდვა,
ფსალმუნები 50:17
შესაწირი ღმერთისა – სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ, ღმერთო.
იგავნი 21:3
სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე სასურველია უფლისთვის.
1 მეფეთა 15:22
მაგრამ მიუგო სამუელმა: „განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა – ვერძის ლურთებზე.
მათეს 9:13
თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი”.
მათეს 12:7
თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარც მსჯავრს დაადებდით უდანაშაულოებს.
მარკოზის 12:33
და უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით და მთელი ძალით; და უნდა გვიყვარდეს მოყვასიც, ვითარცა თავი ჩვენი, ეს ყველა სრულადდასაწველზე და შესაწირზე მეტია”.
ებრაელთა 13:16
არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.
ფსალმუნები 49:14
მადლობის მსხვერპლი შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს შენი აღთქმები.
ფსალმუნები 106:22
შესწირონ სამადლობელი მსხვერპლები და სიხარულით ილაპარაკონ მის საქმეებზე.
ფსალმუნები 55:12
ღმერთო, ჩემს დაპირებებს შენდამი აღვასრულებ; მადლიერების მსხვერპლებს შემოგწირავ.
ფსალმუნები 49:23
მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას ადგას, მას ვუჩვენებ ხსნას ღმერთისას.
ფსალმუნები 68:31
ეს უფრო მოეწონება უფალს, ვიდრე ხარი ან რქიანი და ჩლიქიანი მოზვერი.
ებრაელთა 13:15
მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.
რომაელთა 12:1
მიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.
ესაია 66:20
ისინი მოიყვანენ ყველა თქვენს ძმას ყველა ერიდან, ძღვნად უფლისთვის, ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში! – ამბობს უფალი – როგორც ისრაელის ძეთ მოაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით უფლის სახლში.
1 პეტრეს 2:5
თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,
რომაელთა 15:16
რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.